ცვლილება კანონში

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილება შედის

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა და პარლამენტს ახალი კანონპროექტი გადაუგზავნა.  

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მომზადებული კანონპროექტით კანონის მოქმედ რედაქციაში ზოგიერთი პოზიციის გადახედვაა გათვალისწინებული. 

"დღეს მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც განსახილვლელად პარლამენტს გადაეგზავნება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას ეხება. კერძოდ, თუ ადამიანზე, რომელიც დაარღვევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესს, თავიდანვე ვრცელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტით, შემოგვაქვს ნორმა, რომლითაც თავდაპირველად დასჯა ადმინისტრაციული წესით მოხდება პირის. დანაშაულისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა და სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევა მეორედ განმეორდება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 

კომენტარები