საპარლამენტო უმცირესობა

დავით ბაქრაძე: უმრავლესობა პრეზიდენტის მოხსენებისთვის მზად არ აღმოჩნდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, უმრავლესობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი ხვალ, პარლამენტში მოხსენებით აღარ წარდგება.

"პრეზიდენტისა და უმრავლესობის სახელით მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩვენ მზად ვიყავით ხვალინდელი დღისთვის. პრეზიდენტი მზად იყო, მოსულიყი და პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო. უმცირესობა მზად იყო, გამართულიყო კიდევ ერთი პოლიტიკური დებატები. დღეს მოვისმინეთ უმრავლესობის პოზიცია, რომელიც, როგორც ჩანს, მზად არ აღმოჩნდა ამ მოხსენებისთვის და დებატებისთვის. კი, ბატონო, გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და ბიურო და ჩვენ ვიღებთ მათ პოზიციას, როგორც ფაქტს, რომ ხვალ სხდომა არ ჩატარდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ხვალ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით აღარ წარ­დგე­ბა.

კომენტარები