პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: მიშა მკითხველი არ არის, არც მწერალია, მიშა – მეტყველია

0 კომენტარი
დღეს, 8 თებერვალს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა. 
 
"მიშა არ წავიდა პარლამენტში, სამაგიეროდ წავიდა ბიბლიოთეკაში, მაგრამ საკითხავად არა. მიშა მკითხველი არ არის, არც მწერალია. მიშა - მეტყველია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით უნდა წარმდგარიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ამაზე უარი განაცხადა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები