საქართველოს პრეზიდენტი

მანანა მანჯგალაძე: იგეგმება პროვოკაცია, რომლის მიზანი პრეზიდენტის გამოსვლის ჩაშლაა

იგეგმება პროვოკაცია, რომლის მთავარი მიზანი პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლის ჩაშლაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.

"ნებისმიერი ამგვარი მცდელობის მიუხედავად, პრეზიდენტი არ აპირებს ამ შეხვედრის გადადებას და მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაინც აპირებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლას", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, მთელი პასუხისმგებლობა ამ პროვოკაციაზე, მთავრობას და პირადად პრემირმინისტრს დაეკისრება, ''რომელიც არის ამ აქციის ორგანიზატორი''. 

როგორც ცნობილია, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეკრებილი არიან ამნისტიით გათავისუფლბული ე.წ. პოლიტპატიმრები, რომლებიც აცხადებენ, რომ შენობაში მიხეილ სააკაშვილის შეშვებას არ აპირებენ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ''აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი და ტელეეთერით ქართველ ხალხს არ უნდა ესაუბროს, არამედ ჩადენილი დანაშალებებისთვის პასუხი უნდა აგოს''. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში დღეს უნდა წარმდგარიყო, რაც საპალამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით გადაიდო.

აღნიშნულის შემდეგ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებას პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართოს.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დღეს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

 

 

კომენტარები