აქცია

აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბიბლიოთეკის კარი შეამტვრიეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ხმაურია. ტერიტორიაზე შეკრებილმა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პირებმა, ბიბლიოთეკის კარი შეამტვრიეს და შენობაში შეიჭრნენ.

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლის მცდელობით არეულობა გამოიწვიეს, ხოლო ადგილზე მობილიზებული პოლიცია უმოქმედოდ არის.

დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პრეზიდენტის დაცვის წევრებს შორის. შეკრებილებმა რამდენიმე შუშაც ჩაამტვრიეს. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ დარბაზში შესვლის საშუალება არ მიეცემათ, პრეზიდენტს ბიბლიოთეკაში არ შეუშვებენ. 

შე­გახ­სე­ნებთ, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან შეკ­რე­ბი­ლი არი­ან ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ე.წ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით პარ­ლა­მენ­ტში დღეს უნ­და წარ­მდგა­რი­ყო, რაც სა­პა­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით გა­და­ი­დო.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტმა მი­ი­ღო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ლა­მენ­ტის ნაც­ვლად ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მი­მარ­თოს.

ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში პრე­ზი­დენ­ტის სიტ­ყვით გა­მოს­ვლა დღეს, 18:00 სა­ათ­ზეა და­გეგ­მი­ლი.

კომენტარები