საპარლამენტო უმრავლესობა

საგანელიძე: პრეზიდენტმა რეზიდენცია არ უნდა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში, გადაცემა პოზიციის ეთერში განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი რეზიდენცია აღარ დატოვოს.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას საგანელიძემ აღნიშნა, რომ კატეგორიულად მოითხოვს დაისაჯოს ყველა ადამიანი, ვინც ძალადობა განახორციელა და ასევე ისინი, ვინც ინციდენტის პროვოცირება მოახდინა. რაზეც საგანელიძემ პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ნაციონალურ მოძრობას "ყველანაირი ვადა გაუვიდა"  და "ამათ პოლიტიკური კლიმაქსი აქვთ. რომელ კორექტულობაზეა ლაპარაკი, როცა ამხელა პროვოკაცია მოაწყევს“.

"ის ხალხი, ვინც ძალადობდით წლების განმავლობაში და მე პირადად თავს მესმოდით, ჩემი დასაცავი გახდით", - მიმართა ოპონენტებს საგანელიძემ.

"მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ ვადაგასულს ვურჩევ ერთ რამეს - შენობიდან ნუ გამოვა", - განაცხადა დეპუტატმა.

"ჩვენ არ ვეხებით მის ვადას, მაგრამ ყოველი მისი გამოსვლა იმ შენობიდან იწვევს ქვეყანაში არეულობას. მივაწვდით საკვებს, წყალს და რაც სჭირდება. ნუ გამოვა იმ შენობიდან და იყოს იქ ამ თვეების განმავლობაში, ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე კარგი", - აღნიშნა საგანელიძემ.

 

კომენტარები