იუსტიციის სამინისტრო

წულუკიანმა 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი გახსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და შვიდი წლის წინ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა, თბილისის იუსტიციის სახლთან, 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი გახსნა.

"ამ ადგილას 2006 წელს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მანქანაში ახალგაზრდა ზურაბ ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი ჩაცხრილეს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ მოკლულთა ხსოვნას და ზავი დავდოთ ყველამ ერთად საკუთარ წარსულთან და ამ წარსულს ჰქვია წინა ხელისუფლება. მომავალი უნდა ავაშენოთ ერთად. ვიმედოვნებ, რომ ეს მემორიალი იქნება ხიდი წარსულსა და ძალიან კარგ ნათელ მომავალს შორის", - აღნიშნა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები