დაკავება

ესპანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში თაღლითობის ბრალდებით 10 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. როგორც ცნობილია, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, ინტერნეტმომხმარებლებს 30 ქვეყანაში, ყალბ ჯარიმებს აკისრებდნენ. 

დაკავებულთა შორის ექვსი რუსეთის, ორი  უკრაინის და ორი საქართველოს მოქალაქეა. ჯგუფის ლიდერი კი 27 წლის რუსეთის მოქალაქეა. 

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებს, კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით, მწყობრიდან გამოჰყავდათ კომპიუტერები მსოფლიოს 30 ქვეყანაში, რის შემდეგაც, კომპიუტერთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ, მომხმარებლებს ჯარიმებს აკისრებდნენ. როგორც ცნობილია, ჯარიმის ოდენობა 100 ევროდან იწყებოდა.

დაკავებულებს ფულის გათეთრებასაც ედავებიან, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, რუსეთში იგზავნებოდა. 

კომენტარები