Life

Guide - თებერვალი

1) კილიან ჰენესი მის მიერ გამოგონილ, უცნაურ ბაღში მოგზაურობის გაგრძელებას გვთავაზობს. In The Garden of Good & Evil-ის სერიიდან საზოგადოებამ ორი პარფიუმერული ქმნილება – Forbidden Games და Good Girl Gone Bad – შარშან უკვე გაიცნო. ბოლო, In The City of Sin კი ყველაზე გურმანული გამოვიდა და პირველ რიგში გვატემალური ილის, ქლიავის და თურქული ვარდის ნოტებით გვამახსოვრებს თავს. წითელი წიწაკისა და ბერგამოტის წყალობით კომპოზიცია ეგზოტიკურ ჟღერადობას იძენს. საკმაოდ ტკბილი არომატია, რის გამოც მისი ტარება სწორედ ზამთრის ცივ დღეებში სჯობს.

 

როგორც არ უნდა განვითარდეს ფოტოტექნიკა, ის ადამიანები, რომლებსაც ოდესმე Polaroid-ის კამერა ჰქონიათ, ყოველთვის გაიხსენებენ დროს, როდესაც ფოტოების გადაღება განსაკუთრებით სახალისო იყო, მათი დაბეჭდვის პროცესი კი – ძალიან ხანმოკლე. ახალი Polaroid Z2300 ძველ დროს გაგვახსენებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ფოტოების ატვირთვა პირდაპირ კამერიდან არის შესაძლებელი Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე. 10 მეგაპიქსელი არც ისე ბევრია და დაბეჭდილი სურათებიც ჩამორჩება თანამედროვე სტანდარტებს – ზოგჯერ შეიძლება გამოსახულება არც ისე მკვეთრი იყოს, ფერები კი – ნაკლებად ხასხასა, თუმცა Polaroid-ის ხიბლი, ალბათ, სწორედ ისაა, რომ რეტრო განწყობა შექმნას, რასაც წარმატებით ახერხებს თავად აპარატის დიზაინიც.

 

აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნების მოყვარულებს და ვონგ კარ-ვაის შემოქმედების თაყვანისმცემლებს წინ ახალი ფილმის „დიდოსტატი” (The Grandmaster) ნახვის სიამოვნება ელით. მისი პრემიერა პეკინში ექვს იანვარს გაიმართა, თებერვალში კი ბერლინის კინოფესტივალს გახსნის, თუმცა კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ფილმი იპ მანის ბიოგრაფიას ეძღვნება, რომელიც ცნობილი მსახიობის, ბრიუს ლის მასწავლებელი იყო.

 

4)უცხო ქალაქში მოხვედრისას, ყოველთვის არსებობს შანსი, დავიკარგოთ. იმაზე ფიქრი, რომ გამვლელებს ინგლისური ეცოდინებათ და საკმარისად გულისხმიერები აღმოჩნდებიან ჩვენს დასახმარებლად, აღარ მოგვიწევს, თუ ბრიტანელი დიზაინერის, დომინიკ უილკოქსის ფეხსაცმელს ჩავიცვამთ. მისი ინსპირაციის წყაროდ საბავშვო ზღაპარი „ჯადოქარი ოზების ქვეყნიდან” იქცა და

გადაწყვიტა, თავად შეექმნა ჯადოსნური ფეხსაცმელი. მას No Place Like Home ჰქვია და USB-ით კონკრეტული ადგილის კოორდინატების ჩატვირთვაა შესაძლებელი. GPS-ით აღჭურვილი მარცხენა ფეხსაცმელი მიმართულებას აჩვენებს, მარჯვენა კი – დარჩენილ მანძილს. საკმარისია მიწას ფეხსაცმლის ქუსლი დავარტყათ და ის სასურველი ადგილისკენ თავად გვიჩვენებს გზას.

 

5)Louis Vuitton გამოსცემს წიგნს, რომელშიც თერთმეტი ფრანგი მწერლის მოთხრობა შევა. ვერონიკ ოვალდეს, ფაბიენ ბერტოს, მარი დარიოსეკის და სხვა ავტორების შთაგონების წყაროდ ლუი ვუიტონის შვილიშვილის, გასტონ-ლუის ჩემოდანი იქცა. ყველა

მოთხრობაში ნარატივი სწორედ ამ ჩემოდნის შიგნიდან იწყება. წიგნი მხოლოდ სამ ენაზე (ფრანგული, ინგლისური, იაპონური), მარტში გამოიცემა.

 

6)დევიდ ბოუი 66 წლის გახდა, თუმცა პენსიაზე გასვლას ჯერ არ აპირებს. ათწლიანი შესვენების შემდეგ მუსიკოსი გამოუშვებს რიგით ოცდამეოთხე სტუდიურ ალბომს „The Next Day”, რომელშიც 14 სიმღერა (ბონუსის სახით კი Deluxe გამოშვებაში სამი კომპიზიცია) შევა. მათგან ერთ-ერთის – Where Are We Now? მოსმენა ინტერნეტში უკვე შესაძლებელია. ალბომი რვა მარტიდან გაიყიდება.

 

 

 

 

კომენტარები