დეპუტატების დაპირისპირება

კობა დავითაშვილი: არც მონანიებას ვაპირებ და არც ბოდიშის მოხდას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა დავითაშვილმა გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ის ''არც მონანიებას არ აპირებს და არც ბოდიშის მოხდას მკვლელების წინაშე''.

"უნდა ვაღიარო, რომ რატიანს ხელი არ დაურტყია, ხელი მოიქნია, მაგრამ არ მომხვედრია. თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით ერთამენთთან და რომ მოენდომებინა, ამას მოახერხებდა. პირველი მე ვკარი ხელი და მისი წაქცევაც არ ამცირებს მას, რადგან ფეხი დაუცდა აშკარად. პირველად მე შევაგინე, არაფერს ვნანობ, არც ბოდიშის მოხდას ვაპირებ, მაგრამ მზად ვარ პასუხი ვაგო, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად", - განაცხადა კობა დავითაშვილმა. 

დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯერ სამართალდამცავები არ დაკავშირებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, თავად გამოცხადდება სამართალდამცავ ორგანოებში. 

შეგახსენებთ, გუშინ, ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტროს პირ­და­პირ ეთერ­ში, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი - უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი და უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სერ­გო რა­ტი­ა­ნი, ერ­თმა­ნეთს სიტ­ყვი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

მოგვიანებით, დეპუტატმა სერგო რატიანმა ინციდენტისთვის მაყურებელს მოუბოდიშა

 

კომენტარები