დეპუტატების დაპირისპირება

უსუფაშვილი: ვერც დავითაშვილი და ვერც რატიანი ჩემგან ხმას ვერ მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, გუშინ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში მოხმდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მომხდარს არანაირი გამართლება არ აქვს.

''უფრო მკაფიო რომ ვიყო, გეტყვით, მე საბურთალოს ამომრჩეველი ვარ და პარლამენტის ამ ორი წევრიდან თუკი რომელიმე თავის თავს შემომთავაზებს, ვერცერთი მათგანი ჩემს ხმას ვერ მიიღებს'', - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, დეპუტატმა ხალხს უკეთესობის განცდა უნდა შეუქმნას და არა პირიქით.

"თუ ხარ პარლამენტის წევრი, უნდა გქონდეს უნარი, მოიქცე სამაგალითოდ იმიტომ, რომ წარმოადგენ პარლამენტში ხალხს და არა გაქვს გაბრაზების უფლება. დღის განმავლობაში იმდენ რამეს მივყავარ იქამდე, რომ შესაძლოა, ჭიქის გატეხვა, ან სხვა რამ მომინდეს, მაშინ სხვა საქმე და სხვა ასპარეზი უნდა მოვნახოთ იმისთვის, რომ ჩვენი ვნებები და ემოციები დავიკმაყოფილოთ. თუ ქვეყანას ემსახურები, კეთილი ინებე და ემოციები დაიოკე", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტროს პირ­და­პირ ეთერ­ში, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი - უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი და უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სერ­გო რა­ტი­ა­ნი, ერ­თმა­ნეთს სიტ­ყვი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

დე­პუ­ტატ­მა სერ­გო რა­ტი­ან­მა, ინ­ცი­დენ­ტის­თვის მა­ყუ­რე­ბელს მალევე მო­უ­ბო­დი­შა

"მი­უ­ხე­და­ვად ზღვარ­გა­და­სუ­ლი შე­უ­რაც­ხყო­ფე­ბი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ვაფ­რთხი­ლე ბა­ტო­ნი და­ვი­თაშ­ვი­ლი, დამ­შვი­დე­ბუ­ლი­ყო, ვწუხ­ვარ, რომ ეს ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. ჩვე­ნი ხალ­ხი არ უნ­და უყუ­რებ­დეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩხუბს ეთერ­ში", - გა­ნაც­ხა­და რა­ტი­ან­მა.

რაც შეეხება კობა დავითაშვილს, მან განაცხადა, ის ''არც მო­ნა­ნი­ე­ბას არ აპი­რებს და არც ბო­დი­შის მოხ­დას მკვლე­ლე­ბის წი­ნა­შე''.

 

კომენტარები