თბილისის მერი

სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანის თაობაზე

საქალაქო სასამართლომ, თბილისის მერის, გიგი უგულავას დაკითხვაზე იძულებით მიყვანის თაობაზე, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა 16 თებერვალს 15:00 საათზე დაიკითხება. უგულავას დაკითხვაზე მიყვანა შსს-ს ძველი თბილისის რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ.
შეგახსენებთ, 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გიგი უგულავა დასაკითხად ორჯერ დაიბარეს.
თბილისის მერი დაკითხვაზე არ გამოცხადდა და სამართალდამცავებს მოუწოდა, დასაკითხად თბილისის მერიაში მისულიყვნენ, რაზეც შსს-მ უარი განაცხადა. 
.

კომენტარები