გახმაურებული საქმეები

გახმაურებულ საქმეებს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაუწევს მონიტორინგს

გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს მონიტორინგს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაუწევს. ამის შესახებ, პარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანელთან ლოურენს ლესიგთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა.

ჯგუფს, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფულეს რეკომენდაციით, თომას ჰამერბერგი უხელმძღვანელებს. ივანიშვილის თმით, ექსპერტების მოწვევის საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილთანაც არის შეთანხმებული. 

მეორე საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში საკონსტიტუციო პროცესებსა და დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას დააკვირდება. ჯგუფს ლოურენს ლესიგი უხელმძღვანელებს. 

ივანიშვილის თქმით, საერთაშორისო ჯგუფების შექმნა ხელს შეუწყობს ევროპისა და აშშ-ისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას. 

ლესიგი 1993 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც კონსტიტუციის შექმნის პროცესს აკვირდებოდა. 

 

კომენტარები