თბილისის მერი

გიგი უგულავა დაკითხვაზე გამოცხადდა

თბილისის მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის პოლიციის სამართველოში დაკითხვაზე გამოცხადდა. უგულავას თქმით, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 

"საზოგადოებამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების შესახებ კადრები არაერთი რაკურსით ნახა. მე ვფიქრობ , გამოსაძიებელი ის უფროა, თუ ვის ეჩურჩულებოდა ნაზად ნანა კაკაბაძე. ასევე, საინტერესოა, დაიკითხება თუ არა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მე ეს მაინტერესებს. დანარჩენი კი, რა შეკითხვებიც ექნებათ,  მზად ვარ, ვუპასუხო," განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით არის დაბარებული. შსს-ის თავდაპირველ მოთხოვნაზე უგულავა დაკითხვაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც შსს-მ სასამართლოს მიმართა თხოვნით უგულავასთვის დაკითხვაზე მისვლა დაევალებინა. სასამართლომ შსს-ის მოთხვონა დააკმაყოფილა.  

8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო. ბიბლიოთეკასთან აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც პრეზიდენტისთვის ბიბლიოთეკაში ხელის შეშლას ცდილობდნენ. ადგილზე მისულ ნაციონალური მოძრაობის წევრებს  დემონტრანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

კომენტარები