პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: ადგილს მოვძებნით და აშენდება მეჩეთი

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის თურქეთის პრემიერმინისტრთან შეთანხმდა, რომ აზიზეის მეჩეთი მის ისტორიოლ ადგილზე არ აშენდება. სანაცვლოდ ქართული მხარე ახალ მეჩეთს ააშენებს. სალოცავისთვის ადგილს უკვე ეძებს აჭარის მთავრობა. პრემიერმა ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების ყრილობაზე განაცხადა. ივანიშვილის თქმით, მიღწეულია შეთანხმება ქართული ტაძრების, იშხნისა და ოშკის რესტავრაციის შესახებაც. 

"მე და ბატონმა ერდოღანმა მივაღწიეთ შეთანმებას. ერთი-ერთზე შეხვედრის დროს ეს საკითხი მწვავედ დაისვა და მგონი, რომ მოვახერხეთ შეთანხმება. იმაზე, რომ იმ ადგილზე აზიზიეს მეჩეთი არ უნდა აშენდეს, შევთანხმდით. ამავდროულად, ბათუმსა და აჭარაში ჩვენი ქართველი მუსულმანები ძალიან ბევრია, ასევე, ბლომად არიან მუსულმანი ტურისტებიც და არ არის საკმარისი სალოცავი. ეზოში გამოდიან და მეჩეთის ეზოშიც ვერ ეტევიან და ქუჩაში უწევთ ლოცვა ხშირად. 200-ზე მეტი მეჩეთია და არ არის პრობლემა სხვა მეჩეთის აშენების. ადგილს ეძებს აჭარის მთავრობის მეთაური ხაბაძე. უახლოეს დღეებში ადგილს მოვძებნით და აშენდება მეჩეთი. ამას არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური დატვირთვა. ამავდროულად, შეხვედრის დროს ერდოღანმა თვითონ თქვა, რომ ქართველების ჯგუფი, ქართველების ექსპედიცია ექსპერტებთან ერთად დაიშვება ოშკისა და ხახულის რესტავრაციაზე. მე მგონი, ეს წინგადადგმული ნაბიჯია. წარმატებული ვიზიტი გვქონდა და პრაქტიკულად ყველა საკითხში შევთანხდით. წლების განმავლობაში ამ საკითხზე სხვანაირ განცხადებებს აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ამ საკითხის აჟიტირება ხდებოდა, მაგრამ პირველსავე შეხვედრაზე ცალსახად დარეგულირდა ეს პროცესები", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი თურქეთში პრემიერმინისტრ ერდოღანს შეხვდა, სადაც აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, კულტურულ ძეგლებზე საუბრისას, არ იმოქმედებს ნაცვალგების პრინციპი, რადგან ძეგლებს მოვლა სჭირდება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ის. 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მე­ბის­თვის მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის აქ­ტი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დე­რი და პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცეს­პი­კე­რი, მურ­მან დუმ­ბა­ძე გახ­ლდათ. ის იყო ბა­თუმ­ში მე­ჩე­თის აშე­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ტინ­გე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც. მა­შინ მურ­მან დუმ­ბა­ძე აც­ხა­დებ­და:  

"სხვა ქვეყ­ნის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბა ვერ აშენ­დე­ბა; მით უმე­ტეს, ის­ტო­რი­ის იმ მო­ნაკ­ვეთს არ და­ვუდ­გამთ ძეგლს, რო­ცა ბა­თუმ­ში დამ­პყრო­ბი სულ­თა­ნის, აზი­ზი­ეს სა­ხე­ლო­ბის მე­ჩე­თი აშენ­და. რუ­სეთ­მა რომ გვით­ხრას, ლე­ნი­ნის ძეგ­ლი აღად­გი­ნე­თო, აღ­ვად­გი­ნოთ? ტე­ლე­ფო­ნის ზა­რე­ბი არ წყდე­ბა ჩემ­თან - მთე­ლი ქა­ლა­ქის ინ­ტე­ლი­გენ­ცია (გან­სა­კუთ­რე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან) გა­დამ­ჭრე­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბას მთხო­ვენ. გარ­წმუ­ნებთ, მო­ღა­ლა­ტე სა­ა­კაშ­ვილს ამის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემთ! აზი­ზი­ეს სა­ხე­ლო­ბის ოკუ­პა­ცი­ის მე­ჩეთ-მუ­ზე­უ­მის ხე­ლა­ხა­ლი აშე­ნე­ბით თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფოს ოს­მა­ლუ­რი იმ­პე­რი­ის ამ­ბი­ცი­ებს გა­ვუღ­ვი­ვებთ. ამის დაშ­ვე­ბა კი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ნგრე­ვის დაწ­ყე­ბას ნიშ­ნავს".

 მურ­მან დუმ­ბა­ძე "პრო­ვო­კა­ცი­ა­ში" თურ­ქე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრთან ერ­თად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც სდებ­და ბრალს:

"ამ კაცს არ სურს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით; მი­სი მი­ზა­ნი პან­ღუ­რით გაგ­დე­ბაა - მას გაგ­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლით სურს ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა, მაგ­რამ ამას ვერ ეღირ­სე­ბა - რამ­დე­ნი­მე თვე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის "აზი­ზი­ეს მე­ჩე­თი­ა­ნად" უნ­და დას­რულ­დეს სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან", - აც­ხა­დებ­და მურ­მან დუმ­ბა­ძე.

ახალი მეჩეთის აშენების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დუმბაძემ განაცხადა, რომ ის მეჩეთის აშენების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, თუ ეს მეჩეთი ადგილობრივ მუსლიმებს სჭირდებათ. 

 

 

კომენტარები