საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ფანჯიკიძე: ამერიკელ კანონმდებლებს ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდებათ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამერიკელი კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნისთვის, ჯონ კერისთვის მიწერილ წერილს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, კანონმდებლებს ზუსტი ინფორმაცია არ მიეწოდებათ და ვინც საქართველოს პოლიტიკური მდგომაროებით რეალურად არის დაინტერესებული, უნდა ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. 

"ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას და საერთოდ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს როგორც კონგრესთან და სენატთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტთან. ყველა დიპლომატიური არხით ვაწოდებთ ჩვენ ინფორმაციებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ კონგრესმენების განცხადება გამოწვეულია იმით, რომ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ან ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ არ არის ზუსტი. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით მოვიწვევდი ამ კონგრესმენებს და იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს საქართველო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა. ჩამობრძანდნენ და ადგილზე გაეცნონ ვითარებას და აქვე გაეცნონ, როგორ ვითარდება დემოკრატია საქართველოში,"განაცხადა ფანჯიკიძემ.

კონ­გრეს­მენ­თა ორ­პარ­ტი­ულ­მა ჯგუფ­მა აშშ-ის ახალ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს, ჯონ კე­რის წე­რი­ლი მის­წე­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­თხო­ვა.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უფ­ლე­ბე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დაც­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ გა­დად­გათ ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­დევ ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინ­ტე­რესს თა­ვი­სუ­ფალ და დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში. კრი­ზი­სის გა­და­საყ­ვე­ტად, გთხოვთ გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელთ არ­სე­ბუ­ლი სრუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი რე­სურ­სი," მის­წე­რეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კე­რის. 

წე­რილს ხელს აწე­რენ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მო­მი­შა­ვე კა­ნონ­მდებ­ლე­ბი, მა­იკლ ტერ­ნე­რი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია, ოჰა­იო, აშშ-ის ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით თავ­მჯდო­მა­რე), მა­რიო დი­აზ-ბა­ლარ­ტი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია, ფლო­რი­და, ტრა­ნატ­ლან­ტი­კუ­რი კა­ნონ­მდებ­ლე­ბის დი­ა­ლო­გის თავ­მჯდო­მა­რე), ბილ შუს­ტე­რი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია, პენ­სელ­ვა­ნია) და ელი­სონ შვარ­ცი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია, პენ­სილ­ვა­ნია, კონ­გრე­სის ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ზე).

 

კომენტარები