ქართული კინო

ქართული ფილმი ბერლინალეს ფორუმის პრიზიორი გახდა

ნანა ექვთიმიშვილისა და საიმონ გროსის "გრძელი ნათელი დღეები"  ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის პრიზიორი გახდა.

ფილმი ორი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც 1990-იანი წლების თბილისის ფონზე ვითარდება. ფილმზე ქართველ ნანა ექვთიმიშვილსა და გერმანელ, საიმონ გროსთან ერთად ცნობილი რუმინელი ოპერატორი ოლეგ მუტუ მუშაობდა. 

კომენტარები