საპარლამენტო უმცირესობა

საპარლამენტო უმცირესობა საგარეო კურსთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკან გაიწვევს

საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს, საპარლამენტო უმცირესობა უკან გაიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა.

ბარამიძის განმარტებით, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით იგივე პოზიცია აქვს და ''კეთდება განცხადებები, რომ ოპოზიცია ღია კარს ამტვრევს''. 

"საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით ჩვენ კანონპროექტი მოვამზადეთ და დავსვით საკითხი, რომ ეს პრინციპები კონსტიტუციაში იყოს ინიცირებული. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი და კონსულტაციების რეჟიმს ხელი რომ არ შეეშალოს, ამ კანონპროექტს უკან გავიწვევთ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონპროექტის განხილვა, დღეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იყო დაგეგმილი.

კომენტარები