აშშ-ის ელჩი

რიჩარდ ნორლანდი: საუბრის ტონი, რომელიც მე მოვისმინე, ერთობ შემრიგებლური იყო

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გამართული ღონისძიების შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც ღონისძიების დასრულების შემდეგ რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ''საუბრის ტონი ერთობ შემრიგებლური იყო''.

"ჩვენ ვესაუბრეთ მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობოებს. კვალავაც ვისაუბრეთ იმავე საკითხებსა და პრინციპებზე, რომელიც გულისხმობს კანონით მართვას. საუბრის ტონი, რომელიც მე მოვისმინე, ერთობ შემრიგებლური იყო და ვფიქრობ, ეს ამყარებს მოლაპარაკებების ფონს, რომელიც ორ მხარეს შორის დაიწყო, რათა უახლოეს თვეებში მოახდინონ პრობლემის გადაჭრა", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

შეგახსენებთ, მთავ­რო­ბის 100-დღი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის ან­გა­რი­ში სამ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ - ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ამ, სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლომ და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მო­ამ­ზა­და.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კომენტარები