ნაციონალური მოძრაობა

საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი გახდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ, დღევანდელი კენჭისყრის შედეგად, კოკი იონათამიშვილი აირჩიეს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები ვახტანგ ცაგარეიშვილი და სევდია უგრეხელიძე იქნებიან. დღესვე დაასახელეს ფრაქციის მდივნობის კანდიდატი, ხვიჩა სვანია, რომელსაც მოგვიანებით დაამტკიცებენ.

ფრაქციის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევამდე, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი სიტყვით გამოვიდა. 

სამადაშვილის თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აკისრია განსაკუთრებული მისია - შექმნას ოპოზიციური პარტიის სტანდარტი, რომელიც ითანამშრომლებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომლისთვისაც ძვირფასია ქართველი ხალხის ფუნდამენტური ღირებულებები.

შეგახსენებთ, ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოში ამ დრომდე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი იყო, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა გუშინ დატოვა.

კომენტარები