შს მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოფელ კოლაგში გარდაცვლილ, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს შეხვდა. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. 

როგორც შსს-ს პრესსამსახური იუწყება, შეხვედრაზე მინისტრმა, გარდაცვლილი ჩვილის ოჯახის წევრებს, გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო და ასევე მოისმინა ოჯახის წევრების ვერსიებიც.

შეგახსენებთ, 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.

შს მინიტრმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.

კომენტარები