აშშ-ის ელჩი

ნორლანდი: მხარს ვუჭერთ ადამიანების უფლებას, გამოთქვან თავიანთი აზრი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ. 

"ორივე მხარე ამბობს, რომ შემდგომი საუბრებისთვის კარი ღია რჩება. ყოველგვარი ხელოვნური ოპტიმიზმის გარეშე შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს არის პოზიტიური ვითარება, როდესაც პასუხისმგებლობით აღჭურვილი საქართველოს ლიდერები მზად არიან, იმუშაონ იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს წინსვლა და პროგრესი", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

რიჩარდ ნორლანდი ნაციონალური მოძრაობის მიერ 19 აპრილს დაანონსებულ მიტინგსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას.

"ჯერჯერობით არ არის ნათელი რა არის განსაკუთრებული ამ 19 აპრილის შეკრებაში, მაგრამ მხარს ვუჭერთ ადამანების უფლებას, გამოთქვან თავიანთი აზრი და ისარგებლონ სიტყვისა და თავშეყრის თავისუფლებით", - აღნიშნა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიტინგი დააანონსა.

კომენტარები