რუსეთი

სერგეი ლავროვი: ამერიკა ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკის  წარმომადგენელმა დაბლოკა განცხადება, რომელიც გმობდა დამასკოში რუსეთის საელჩოსთან ახლოს მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელსაც 50 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ლავროვის განცხადებით, ამერიკა ასუსტებს "საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას ტერორიზმის წინააღმდეგ".  

აშშ-ის გაეროს წარმომადგენლობის პრესსპიკერმა საპასუხო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკას არ დაუბლოკავს განცხადება და ვაშინგტონმა, მხოლოდ ტექსტში ბალანსის მიზნით,  ბაშალ ალ-ასადის სამხედრო ქმედებების კრიტიკის გათვალისწინება მოითხოვა.

ლავროვი და აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ერთმანეთს მომავალ კვირას, ბერლინში შეხვდებიან. 

კომენტარები