ბრალდება

ირაკლი ღარიბაშვილი: უგულავასთვის ბრალის წაყენება ნორმალური პროცესია

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენების შესახებ კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, ეს ნორმალური პროცესია. 

''ეს ნორმალურია, როდესაც გამოძიებას აქვს კითხვები ამა თუ იმ პირის მიმართ. გიგი უგულავა არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ის არის მაღალი თანამდებობის პირი და მის მიმართ გამოიკვეთა სერიოზული ორი ეპიზოდი. ამასთან დაკავშირებით მან უნდა გააკეთოს განმარტებები. ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარისას.

შეგახსენებთ, როგორც გუშინ გახდა ცნობილი,  ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მერს, დღეს ბრალს წა­უ­ყე­ნებს. ბრალ­დე­ბა შე­ე­ხე­ბა დი­დი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას, გაფ­ლან­გვა­სა და დი­დი ოდე­ნო­ბის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტებს. 

კომენტარები