ბუნდესლიგა

დორტმუნდის ბორუსია ქულებს კარგავს

ბუნდესლიგის მოქმედმა ჩემპიონმა დორტმუნდის ბორუსიამ, მიუნხენგლადბახის გატეხვა ვერ შეძლო და პირველადგილოსან მიუნხენის ბაიერნს უკვე 17 ქულით ჩამორჩება.

დორტმუნდელები წინ მარიო გიოტცეს წყალობით გავიდნენ. გიოტცემ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და თავადვე გაიტანა.

მასპინძლებმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრეს, როდესაც იუნესმა მიუნხენგლადბახის მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს თინეიჯერი ფეხბურთელის მხოლოდ მეორე მატჩი იყო ბუნდესლიგაში.

დორტმუნდელებს კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

კომენტარები