პროკურატურა

რობაქიძის საქმეზე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბუტა რობაქიძის საქმეზე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისთვის ორი პოლიციელი, მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე დააკავა. 

ლიპარტელიანმა 4-ჯერ მისცა ჩვენება და განაცხადა, რომ ადგილზე იარაღი არ უნახავს. თუმცა ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ჩვენება შეცვალა და  განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი იყო. პროკურატურის ცნობით, ლევან ლობჟანიძის ჩვენებებიც ურთიერთგამომრიცხავი იყო. 

მოწმეების დაკავებას ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ითხოვდა. 

კომენტარები