საფრანგეთის თასი

იბრაჰიმოვიჩის დუბლი და ბექჰემის 85 წუთი

 დევიდ ბექჰემმა პარი სენ ჟერმენის შემადგენლობაში 85 წუთი ითამაშა, მაგრამ მატჩის გმირად, უდავოდ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქცა.

შვედმა საფრანგეთის თასის მატჩში, მარსელის ოლიმპიკს 2 გოლი გაუტანა.

34-ე წუთზე, იბრაჰიმოვიჩმა მცველის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში კი, ზლატანი საჯარიმო მოედანში წააქციეს. თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გაიტანა - 2:0.

მატჩის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, დევიდ ბექჰემმა ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა, როდესაც ჯორდან აეუსთან მცირე კომფლიქტი მოუვიდა.

შეხვედრაში ანგარიში არ შეცვლილა. PSG-მ დამაჯერებლად გაიმარჯვა.

 

კომენტარები