რუსული ბაზარი

რუსული ბაზარი თუ დანარჩენი მსოფლიო

გიფიქრიათ რა დაგვიჯდება რუსეთის ბაზარზე დაბრუნება?

პო­ლი­ტი­კო­სე­ბი რომ ხში­რად სცო­და­ვენ და სა­სურ­ველს სი­ნამ­დ­ვი­ლედ ასა­ღე­ბენ, ეს არა­ხა­ლი­ა. ჩვენს შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ბევრ თე­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა გავ­რ­ცელ­დეს, თუმ­ცა დღეს მინ­და შე­ვე­ხო სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ექ­ს­პორ­ტო პო­ტენ­ცი­ალს აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია და­ვა­სა­ბუ­თო, რომ რუ­სე­თის ბა­ზა­რი არ არის პა­ნა­ცეა და კარ­გი ხა­რის­ხი­თა და და­ბა­ლი ფა­სე­ბით ჩვენს მე­წარ­მე­ებს შე­უძ­ლი­ათ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ რე­გი­ონ­ში მო­სინ­ჯონ სა­კუ­თა­რი სა­ქონ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ყიდ­ვა.

პირ­ვე­ლი არ­გუ­მენ­ტი: გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი აზ­რის მი­ხედ­ვით, 2006 წელს რუ­სე­თის მი­ერ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით გა­მოცხა­დე­ბულ­მა ეკო­ნო­მი­კურ­მა ბლო­კა­დამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­დი დარ­ტყ­მა მი­ა­ყე­ნა. ამის სა­პი­რის­პი­როდ, 2007 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას ბო­ლო წლებ­ში ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ზრდა ჰქონ­და – 12%. მე­ტიც, ყვე­ლა­ფე­რი იმის­კენ მი­დი­ო­და, რომ 2008 წელს კი­დევ უფ­რო მა­ღა­ლი ზრდა გვქო­ნო­და. შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ეს გახ­და ომის ერ­თ­-ერ­თი მი­ზე­ზიც­/­მი­ზა­ნიც – ეკო­ნო­მი­კა რომ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მეს გა­კე­თე­ბუ­ლად ჩათ­ვ­ლი­და. ომის მომ­ზა­დე­ბის და დაწყე­ბის სხვა რე­ა­ლურ მი­ზე­ზებს შო­რის ისიც შე­იძ­ლე­ბა ვი­გუ­ლის­ხ­მოთ, რომ 2006 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლომ უარი თქვა რუ­სულ გაზ­ზე და მო­იხ­ს­ნა ყვე­ლა მარ­წუ­ხი, რი­თიც რუ­სე­თი გვა­შან­ტა­ჟებ­და. ასე­თი მი­ზე­ზე­ბის არ­სე­ბო­ბა ირი­ბად მა­ინც ადას­ტუ­რებს, რომ ომი გარ­და­უ­ვა­ლი იყო.

მე­ო­რე არ­გუ­მენ­ტი: რუ­სე­თის მომ­ხ­მა­რე­ბელს ნოს­ტალ­გია აქვს ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე. ეს არ­გუ­მენ­ტი იმის ტოლ­ფა­სი­ა, იფიქ­რო, რუ­სი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბი უბ­რა­ლოდ ფა­ნა­ტი­კო­სე­ბი არი­ან და კარ­გის და ცუ­დის გარ­ჩე­ვა არ შე­უძ­ლი­ათ.

ასე არ არის, მა­გა­ლი­თად, ღვი­ნის იმ­პორ­ტის სფე­რო­ში. უნ­და ით­ქ­ვას, რომ რუ­სე­თი არ არის ღვი­ნის მოხ­მა­რე­ბის მხრივ მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა, მი­სი ბა­ზა­რი დი­დია – 800 მი­ლი­ო­ნი ბოთ­ლი წე­ლი­წად­ში, თუმ­ცა ორ­ჯერ მცი­რე­ა, ვიდ­რე ჩი­ნე­თის და 5-ჯერ მცი­რე­ა, ვიდ­რე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის. ჩი­ნე­თი მა­ინც ყვე­ლა­ზე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია – იქ ღვი­ნის მი­წო­დე­ბა სულ 30 წლის ის­ტო­რი­ას მო­ი­ცავს და უკ­ვე ამ მო­ცუ­ლო­ბებ­ზე გა­ვი­და. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ ჩი­ნეთ­ში (სხვათა შო­რის, ისე­ვე, რო­გორც რუ­სეთ­ში) უფ­რო მე­ტია სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბა(!), რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და სა­მი დე­კა­დის წინ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე, რომ ჩი­ნეთ­ში თუ ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა და მოხ­მა­რე­ბა ასე­თი დი­დი ტემ­პე­ბით მა­ტუ­ლობს, რუ­სეთ­ში პი­რი­ქით – ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლებ­ში მი­სი მოხ­მა­რე­ბა 3-4-ჯერ და­ე­ცა (An Insight Into Russian Wine Market, Eleonora Scholes, 2011).

ნოს­ტალ­გი­ის ინერ­ცი­ამ, რო­გორც ჩანს, 2000-იან წლე­ბამ­დე გას­ტა­ნა (შესაძლებელია, ეს მხო­ლოდ პრო­პა­გან­და იყო და არა ნოს­ტალ­გი­ა), რის შემ­დე­გაც დი­დი ტემ­პით მოხ­და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ღვი­ნო­ე­ბის იმ­პორ­ტის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა და­სავ­ლე­თევ­რო­პუ­

ლი და სამ­ხ­რეთ ნა­ხე­ვარ­ს­ფე­როს ქვეყ­ნე­ბის პრო­დუქ­ცი­ით. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ნოს­ტალ­გი­ურ­-­პ­რო­პა­გან­დის­ტუ­ლი იმ­პორ­ტის წი­ლი 2000 წელს 90%-ს აღ­წევ­და, რაც 2010 წლის­თ­ვის უკ­ვე 34%-მდე შემ­ცირ­და, ხო­ლო და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა (იტალია, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი) და სამ­ხ­რეთ ნა­ხე­ვარ­ს­ფე­როს (ჩილე, ავ­ს­ტ­რა­ლი­ა, არ­გენ­ტი­ნა) წი­ლი 66%-მდე გა­ი­ზარ­და. ამ დრო­ის­თ­ვის, ტრა­დი­ცი­უ­ლად მი­ღე­ბუ­ლი მოლ­დო­ვუ­რი ღვი­ნო­ე­ბის იმ­პორ­ტი მხო­ლოდ 3%-ს შე­ად­გენ­და, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 8 მი­ლი­ო­ნი ბოთ­ლი­ა. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ისიც, რომ რუ­სე­თის ღვი­ნის მოხ­მა­რე­ბის მხო­ლოდ 33%-ია იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი. იხი­ლეთ მი­სი გე­ოგ­რა­ფი­ის ცვლი­ლე­ბე­ბი 2000-2010 წლებ­ში:

არ­გუ­მენ­ტი მე­სა­მე: ჩვე­ნი ღვი­ნო უკე­თე­სი­ა­/ურ­ჩევ­ნი­ათ. ასეთ არ­გუ­მენტს ან ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ბი­თუ­რე­ბის­თ­ვის იყე­ნე­ბენ, ან მარ­თ­ლა არ იცი­ან, რა­ზე სა­უბ­რო­ბენ. არა­ვინ და­ვობს, რომ არ­სე­ბობს კარ­გი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო. თუმ­ცა ეს არ­ც­თუ ხში­რად გვხვდე­ბა, ან იმ­დე­ნად ძვი­რი­ა, რომ მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი მას ახ­ლოს არ ეკა­რე­ბა. ქარ­თულ ღვი­ნო­ზე ასე­თი ნოს­ტალ­გი­უ­რი ინერ­ცი­ა, უკ­ვე ქარ­თ­ვე­ლებ­საც კი არ ჰყოფ­ნით – მა­გა­ლი­თად, ბრუკ­ლინ­ში (ნიუ იორ­კი), სა­დაც ქარ­თ­ვე­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს იაფი და სა­უ­კე­თე­სო ფრან­გუ­ლი და იტა­ლი­უ­რი ღვი­ნო­ე­ბი და აღარ სთხო­ვენ სა­კუ­თარ ნა­თე­სა­ვებს, გა­უგ­ზავ­ნონ ან ჩა­უ­ტა­ნონ ქარ­თუ­ლი. უნ­და ვა­ღი­ა­როთ ისიც, რომ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ნა­ჩუ­ქარ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ბოთ­ლ­საც დი­დი ეჭ­ვით ვუ­ყუ­რებთ – გვა­ინ­ტე­რე­სებს, შიგ­ნით რა ას­ხი­ა.

არა­ვის უნ­და გა­უკ­ვირ­დეს, რომ ხა­რის­ხი და ფა­სი რუ­სი მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა. კონ­კუ­რენ­ცია ჩი­ლურ ღვი­ნო­ებ­თან და­ბალ­ფა­სი­ან (ბოთლი 2-4 დო­ლა­რი) ყურ­ძ­ნის ღვი­ნის სეგ­მენ­ტ­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ყალ­ბი და ხი­ლის ღვი­ნო­ე­ბის სეგ­მენ­ტ­ში ჩვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო­ა: ჯერ ერ­თი, ასე­თი მოთხოვ­ნის სა­პა­სუ­ხო შე­თა­ვა­ზე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც არ­სე­ბობს და მე­ო­რეც – რა აზ­რი აქვს ამის იმ­პორტს, ვი­თომ რუ­სეთ­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა მა­თი და­მამ­ზა­დე­ბე­ლი? (მით უმე­ტეს, რუ­სეთ­ში პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ასე და­საქ­მე­ბა­ზე ილუ­ზი­ე­ბი იქაც აქვთ). ბუ­ნებ­რი­ვია და ალ­ბათ უფ­რო ნაკ­ლე­ბი ილუ­ზი­ე­ბი გვაქვს ძვი­რი ღვი­ნო­ე­ბის სექ­ტორ­ზე – თუ ძვირს იხ­დი, მა­შინ, ბა­რემ, ფრან­გულ­ში გა­და­ი­ხა­დე.

მარ­თა­ლია ისიც, რომ რუ­სი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად რე­ა­გი­რებს პრო­პა­გან­და­ზე (მათ ალ­ბათ დღემ­დე სჯე­რათ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე დი­დი მტე­რი­ა). თუმ­ცა გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი­ა, რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა ამას ღვი­ნის იმ­პორ­ტის გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე. ასე­თი პრო­პა­გან­და მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ბი­თუ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ხო­ლო ჩვენ­თ­ვის (რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და ბი­უ­როკ­რა­ტი­ის) ერ­თი კლან­ჭის თა­ვი­დან გა­მო­დე­ბას, რაც ხან გულს მოგ­ვ­ფხანს და ხა­ნაც სისხლს გვა­დენს.

იაფ­ფა­სი­ა­ნი ფრან­გუ­ლი ღვი­ნო­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც გა­მოჩ­ნ­და და ჯერ არ მსმე­ნი­ა, ვინ­მეს პრე­ტენ­ზია ჰქონ­დეს. აქე­დან მო­დის კი­დევ ერ­თი (მეოთხე) არ­გუ­მენ­ტი:

ფრან­გუ­ლი (იტალიური, ავ­ს­ტ­რა­ლი­უ­რი) ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი­ა. ეს ნიშ­ნავს, რომ მას­თან ქარ­თუ­ლი ღვი­ნო თა­ვი­დან­ვე აგებს კონ­კუ­რენ­ცი­ას, ამი­ტომ სა­ჭი­რო­ა, ჩვენც და­ვიწყოთ სუბ­სი­დი­რე­ბა. ეს არ­გუ­მენ­ტი რამ­დე­ნი­მე თვალ­საზ­რი­სით არ ვარ­გა:

1. ფრან­გი მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მა­ა, რა­ტომ იხ­დი­ან სა­კუ­თარ ფულს, უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის ფრან­გუ­ლი ღვი­ნის გა­სა­ი­ა­ფებ­ლად.

2. ფრან­გე­ბი 10-ჯერ მდიდ­რე­ბი არი­ან, „შეუძლიათ” ასე­თი ფუ­ლის ფლან­გ­ვა აიტა­ნონ (ბოლო მოვ­ლე­ნე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ არ შე­უძ­ლი­ათ).

3. ღა­რიბ სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ აქვს ზედ­მე­ტი რე­სურ­სი სუბ­სი­დი­ებ­ში გა­საფ­ლან­გა­ვად.

4. ნე­ბის­მი­ერ სუბ­სი­დი­ას ჩვენ – სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხ­დე­ლე­ბი ვიხ­დით.

5. სუბ­სი­დი­ა­ში გა­დახ­დი­ლი ფუ­ლი აკ­ლ­დე­ბა სხვა, უფ­რო წარ­მა­ტე­ბულ, არა­სუბ­სი­დი­რე­ბულ სექ­ტო­რებს. მათ ეზღუ­დე­ბათ გა­ფარ­თო­ე­ბის და მე­ტი ადა­მი­ა­ნის და­საქ­მე­ბის შან­სი.

არ­გუ­მენ­ტი მე­ხუ­თე: ტი­პუ­რი რუ­სი ბევრ ღვი­ნოს სვამს. ეს არაფ­რით დას­ტურ­დე­ბა. პი­რი­ქით, ჯერ ერ­თი, მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ვი­კი­პე­დი­ას თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ტი­პუ­რი რუ­სი ძა­ლი­ან ცო­ტა ღვი­ნოს სვამს. ელე­ო­ნო­რა სქო­ულ­ზის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ეს რა­ო­დე­ნო­ბა სა­შუ­ა­ლოდ 7 ლიტ­რია წე­ლი­წად­ში, რაც 2-ჯერ ჩა­მორ­ჩე­ბა არ­ყის მოხ­მა­რე­ბას და 14-ჯერ – ლუ­დის. ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში სულ 30 მი­ლი­ო­ნი ღვი­ნის მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი­ა, ხო­ლო, მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნეთ­ში – 33 მი­ლი­ო­ნი. სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე (ამავე კვლე­ვი­დან), რომ ბლუმ­ბერ­გის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თი არ შე­დის მსოფ­ლი­ოს ათე­ულ­ში მი­ლი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით. თუმ­ცა ეს სხვა მი­თო­ლო­გი­ის სფე­რო­და­ნა­ა.

ბევ­რი შე­მახ­სე­ნებს ალ­ბათ, რომ რუ­სე­თი მხო­ლოდ ღვი­ნის ბა­ზა­რი არაა და ხი­ლი და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბიც არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ. მო­დი, ბაზ­რის ამ სეგ­მენ­ტებ­საც გა­დავ­ხე­დოთ, რა ხდე­ბა რუ­სეთ­ში და რა – მსოფ­ლი­ო­ში.

ავი­ღოთ ვაშ­ლი. მი­სი მსოფ­ლიო წარ­მო­ე­ბა (რუსული) ვი­კი­პე­დი­ის მი­ხედ­ვით, 2010 წლის­თ­ვის, შე­ად­გენ­და და­ახ­ლო­ე­ბით 70 მი­ლი­ონ ტო­ნას. სა­ქარ­თ­ვე­ლო არ შე­დის იმ პირ­ვე­ლი 50 ქვეყ­ნის სი­ა­ში, ვინც 100 ათას ტო­ნა­ზე მეტ ვაშლს აწარ­მო­ებს. საქ­ს­ტა­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2011 წლის ყვე­ლა ხი­ლის წარ­მო­ე­ბა 187 ათას ტო­ნას უდ­რი­და.

აშ­შ­-ის მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით (აგრარული დე­პარ­ტა­მენ­ტი), 2010 წელს რუ­სე­თის ვაშ­ლის მოხ­მა­რე­ბა 2.1 მი­ლი­ონ ტო­ნას უდ­რი­და (აქედან 800 ათა­სი ტო­ნა გა­და­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის), ხო­ლო სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბა – 1 მი­ლი­ონს. იმ­პორ­ტი დსთ-ის ქვეყ­ნე­ბი­დან არ აღე­მა­ტე­ბო­და მთლი­ა­ნი იმ­პორ­ტის 20%-ს, 2011 წლის სა­ერ­თო იმ­პორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა 1.1 მი­ლი­ო­ნი ტო­ნა, ხო­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 0.7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­ა, სა­შუ­ა­ლო ფა­სით (CIF) 0.65-0.7 დო­ლა­რი კი­ლოგ­რამ­ზე. სა­გუ­ლის­ხ­მოა სამ­ხ­რეთ ნა­ხე­ვარ­ს­ფე­როს ქვეყ­ნე­ბის წი­ლის გა­ნუხ­რე­ლი ზრდა ვაშ­ლის იმ­პორ­ტ­ში რუ­სეთ­ში (2011 წელს 36%-ით) (Russian Federation, Fresh Deciduous Fruit Annual, USDA, 26.10.2011).

რუ­სე­თი ვაშ­ლის ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი იმ­პორ­ტი­ო­რი­ა, თუმ­ცა რაც შე­ე­ხე­ბა მის წარ­მო­ე­ბას, იგი ჩი­ლეს­თან და ბრა­ზი­ლი­ას­თან ერ­თად მე-­9­-­მე-11 ად­გი­ლებს იყოფს მსოფ­ლი­ო­ში. პირ­ვე­ლი (რასაკვირველია) არის ჩი­ნე­თი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან შე­და­რე­ბით 33-ჯერ მეტ ვაშლს აწარ­მო­ებს (მისი მო­სახ­ლე­ო­ბა 10-ჯერ მე­ტი­ა, ვიდ­რე რუ­სე­თის). სწო­რედ ჩი­ნე­თია იაფი ვაშ­ლის იმ­პორ­ტი­ო­რი რუ­სეთ­ში. ვაშ­ლის მი­წო­დე­ბის ტენ­დენ­ცი­ას მსოფ­ლი­ო­ში შემ­დე­გი ცხრი­ლი ასა­ხავს:
 

ვაშ­ლის მი­წო­დე­ბა ტო­ნებ­ში

2009 წელს (FAO)

ჩი­ნე­თი 22,154,225

აშშ 7,449,887

რუ­სე­თი 2,855,023

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო (ბრიტანეთი) 1,718,960

გერ­მა­ნია 1,713,762

ინ­დო­ე­თი 1,698,181
 

ფა­სი ვაშ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში უფ­რო სე­რი­ო­ზულ როლს თა­მა­შობს, ვიდ­რე ღვი­ნის სეგ­მენ­ტ­ში, რად­გა­ნაც ღვი­ნი­სა და ვაშ­ლის შე­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და და­ნა­ხარ­ჯე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვაა სა­ჭი­რო ფაქ­ტ­ზე, რომ და­ბა­ლი ფა­სის სექ­ტორ­ში შეღ­წე­ვის სირ­თუ­ლე არ აად­ვი­ლებს მა­ღა­ლი ფა­სის სექ­ტორ­ში შეს­ვ­ლას. ვაშ­ლი 1.5 დო­ლა­რი კი­ლოგ­რამ­ზე (2.5 ლა­რი), საზღ­ვარ­ზე, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ხა­რის­ხის უნ­და იყოს, შე­სა­ბა­მის შე­ფუთ­ვა/­და­ფა­სო­ე­ბას­თან ერ­თად. ამას­თან, ჩნდე­ბა კითხ­ვა, თუ ქარ­თუ­ლი ვაშ­ლის ამ ფა­სებ­ში რუ­სე­თის საზღ­ვარ­ზე მი­წო­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რა­ტომ არ არის ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი ქარ­თულ სუ­პერ­მარ­კე­ტებ­შიც, სა­დაც დო­მი­ნი­რებს უცხო­უ­რი ვაშ­ლი, რომ­ლის ფა­სი 2-დან 6 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

მან­და­რი­ნი, USDA-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა მი­სი პო­პუ­ლა­რო­ბა ჩა­მორ­ჩე­ბა ვაშ­ლ­სა და ბა­ნანს და და­ახ­ლო­ე­ბით თა­ნა­ბა­რია ფორ­თოხ­ლის მოხ­მა­რე­ბას­თან.

მან­და­რი­ნის იმ­პორ­ტის გე­ოგ­რა­ფია რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე მთელ მსოფ­ლი­ოს მო­ი­ცავს: თურ­ქე­თი და­ახ­ლო­ე­ბით 1/4, იგი­ვე მო­რო­კო, პა­კის­ტა­ნი – 1/8, ჩი­ნე­თი – 1/10; სხვა ქვეყ­ნე­ბი­ა: ის­რა­ე­ლი, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა, არ­გენ­ტი­ნა, ეს­პა­ნე­თი და სხვა. ამა­ვე ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, CIF ფა­სი მან­და­რი­ნის­თ­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 1 ამე­რი­კულ დო­ლარს შე­ად­გენს, რაც გარ­კ­ვე­ულ შან­სებს ტო­ვებს ქარ­თ­ვე­ლი მწარ­მო­ებ­ლის­თ­ვის, თუმ­ცა მი­წო­დე­ბის და ხა­რის­ხის იმ სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­მელ­საც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ქვეყ­ნე­ბი, ამ ფა­სის მან­და­რი­ნის დი­დი მი­წო­დე­ბა რუ­სი მომ­ხ­მა­რებ­ლი­სათ­ვის სა­ეჭ­ვოა (თბილისშიც კი ძნე­ლია ამ ფა­სად ხა­რის­ხი­ა­ნი მან­და­რი­ნის შოვ­ნა, თუნ­დაც სა­ბი­თუ­მო ბა­ზარ­ზე). მი­სი მი­წო­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ მე­ნეჯ­მენტს მო­ითხოვს, რაც მცი­რე ბიზ­ნე­სის­თ­ვის რთუ­ლი­ა.

ამავ­დ­რო­უ­ლად, იგი­ვე კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს ფორ­თოხ­ლის უფ­რო და­ბალ ფა­სებს, რო­გორც საზღ­ვარ­ზე, ასე­ვე რუ­სეთ­ში სა­ცა­ლო ბაზ­რის სეგ­მენ­ტ­ში.

მსოფ­ლი­ოს ციტ­რუ­სის წარ­მო­ე­ბა 2007 წლის­თ­ვის, ვი­კი­პე­დი­ის მი­ხედ­ვით (რომელიც თვი­თონ გა­ე­როს საკ­ვე­ბი­სა და აგ­რა­რუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენტს ეყ­რ­დ­ნო­ბა), 115 მი­ლი­ონ ტო­ნას უდ­რი­და, აქე­დან 55% ფორ­თო­ხა­ლია (63 მლნ ტო­ნა) და 22% მან­და­რი­ნი (26 მლნ ტ). ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან სა­გუ­ლის­ხ­მო­ა, რომ რუ­სე­თის მან­და­რი­ნის მოხ­მა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს წარ­მო­ე­ბის სულ რა­ღაც 2.5%-ია – ანუ, არ­სე­ბობს სხვა ბაზ­რე­ბიც, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნი წარ­მო­ე­ბის 97.5%-ს შე­ად­გენს და და­ახ­ლო­ე­ბით 26 მი­ლი­ონ ტო­ნას მო­იხ­მარს. შემ­დეგ ცხრილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ციტ­რუ­სის მი­წო­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბა ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში:


ციტ­რუ­სე­ბის (მანდარინი და ფორ­თო­ხა­ლი) მი­წო­დე­ბა

ტო­ნებ­ში 2009 წელს (FAO)

ქვე­ყა­ნა  -  ტო­ნა

ჩი­ნე­თი 13,506,314

აშშ 9,338,026

ინ­დო­ე­თი 4,678,265

საფ­რან­გე­თი 3,017,387

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი

სა­მე­ფო 2,547,228

რუ­სე­თი 1,149,210

გერ­მა­ნია 900,006

საქ­ს­ტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თუ­ლი ციტ­რუ­სის წარ­მო­ე­ბა ბო­ლო წლებ­ში 50-დან 100 ათას ტო­ნამ­დე მერ­ყე­ობს – მსოფ­ლი­ოს წარ­მო­ე­ბის 0.08 პრო­ცენ­ტი. რუ­სეთ­ში ციტ­რუ­სის ექ­ს­პორ­ტის მსურ­ველ­თათ­ვის სა­სარ­გებ­ლოა ასე­ვე იმის გა­აზ­რე­ბაც, რომ თვით ბაზ­რის ამ სეგ­მენ­ტის ისე­თი დი­დი მო­ნა­წი­ლის­თ­ვი­საც, რო­გორც აშ­შ­-ია (10 მი­ლი­ო­ნი ტო­ნა წარ­მო­ე­ბა წე­ლი­წად­ში), საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და რუ­სეთ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბა და მი­სი წი­ლი ძა­ლი­ან უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა – 2 ათა­სი ტო­ნა.

ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი არ გუ­ლის­ხ­მობს, რომ ქარ­თუ­ლი მან­და­რი­ნის რუ­სეთ­ში გა­ყიდ­ვის შან­სი არ არ­სე­ბობს. ამე­რი­კის მთავ­რო­ბის კვლე­ვი­დან ჩანს, რომ რუ­სეთ­ში მან­და­რი­ნი შე­აქვს სე­პა­რა­ტის­ტულ აფხა­ზეთ­საც და აზერ­ბა­ი­ჯან­საც. უდა­ვო­ა, რომ სად­მე, რუ­სე­თის რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში, და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ციტ­რუ­სის გა­ყიდ­ვაც შე­იძ­ლე­ბა (ამას ამე­რი­კუ­ლი კვლე­ვაც აღ­ნიშ­ნავს). ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა, რა მო­ცუ­ლო­ბის შრო­მა უნ­და და­ი­ხარ­ჯოს, რომ და­ბა­ლი ხა­რის­ხის მან­და­რი­ნის შე­ტა­ნის ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი სტა­ბი­ლუ­რად გა­და­ი­ლა­ხოს. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ კითხ­ვას­თან მი­დის – რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც რუ­სეთ­ში? სა­ქო­ნე­ლი თუ კარ­გია და იაფი, ყველ­გან გა­ი­ყი­დე­ბა. ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვი სწო­რედ ხა­რის­ხი და ფა­სი უნ­და იყოს აგ­რა­რულ თუ ნე­ბის­მი­ერ სექ­ტორ­ში.

დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნამ­დე მა­ინც და­ვი­ცა­დოთ და მა­ნამ­დე კი­დევ ერთ სექ­ტორს გა­დავ­ხე­დოთ – მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი.

პირ­ვე­ლი, რა­საც ქარ­თ­ვე­ლი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი შე­ნიშ­ნავ­და, თბი­ლის­ში უცხო­უ­რი წყლის გა­მო­ჩე­ნა­ა. ჩა­მოს­ხ­მუ­ლი წყლით გა­და­ჯე­რე­ბულ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­მოს­ვ­ლა არ იქ­ნე­ბო­და ად­ვი­ლი უცხო­ე­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა უგა­ზო წყლის სეგ­მენ­ტ­ში სი­ახ­ლე­ე­ბი უკ­ვე დი­დი ხა­ნია გვაქვს (მაგალითად, კო­კა კო­ლას წყა­ლი). ის, რაც ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია დღეს, სრუ­ლი­ად ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა უახ­ლო­ეს წლებ­ში სი­ნამ­დ­ვი­ლედ იქ­ცეს, მა­გა­ლი­თად, რო­გორც ეს ტრა­დი­ცი­ულ სექ­ტო­რებ­ში მოხ­და: ვაშ­ლი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი, ღვი­ნო. ყვე­ლა ამ და სხვა სექ­ტო­რებ­ში ახ­ლა იმ­პორ­ტი გაჩ­ნ­და.

მო­დი, ახ­ლა მი­ნე­რა­ლუ­რი (ჩამო­სხმული) წყლის ბა­ზარს გა­დავ­ხე­დოთ. თა­ვი­დან­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ ეს სექ­ტო­რი ერ­თ­-ერ­თი ყვე­ლა­ზე ჩახ­ლარ­თუ­ლი­ა. მა­გა­ლი­თად, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის სპე­ცი­ა­ლურ სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ­ზე www.minealwaters.org უკ­ვე რე­გის­ტ­რი­რე­

ბუ­ლია 4000-ზე მე­ტი სხვა­დას­ხ­ვა ბრენ­დი, მათ შო­რის 11 ქარ­თუ­ლი, 622 გერ­მა­ნუ­ლი, 607 – იტა­ლი­უ­რი, 381 – რუ­სუ­ლი, 217 – ფრან­გუ­ლი, 195 – შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, 172 – ეს­პა­ნუ­რი, 159 – ბრი­ტა­ნუ­ლი და სხვა. მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან შე­მად­გენ­ლო­ბით, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე (განსაკუთრებით, გე­მოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე). მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის (მათ შო­რის ე.წ. უგა­ზო) მოხ­მა­რე­ბა ასე­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­სა და მიმ­დი­ნა­რე ამინ­დ­ზეც და ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­მოკ­ვე­თა ძნე­ლი­ა.

მრა­ვა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბის შემ­დეგ, რაც ად­ვი­ლად ჩანს, ისა­ა, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე არ არის (ბოთლის) წყლის ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, ერთ მო­სახ­ლე­ზე გა­დათ­ვ­ლით იგი მსოფ­ლი­ოს პირ­ველ ოცე­ულ­შიც არ შე­დის (Bottled Water 2009, www.bottledwater.org, წყა­რო Beverage Marketing Corporation). ამა­ვე ან­გა­რი­ში­დან ჩანს, რომ აშშ არის ყვე­ლა­ზე დი­დი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი, რო­მელ­მაც 2009 წელს მო­იხ­მა­რა და­ახ­ლო­ე­ბით 32 მი­ლი­არ­დი ლიტ­რი ბოთ­ლის წყა­ლი (მას მოჰ­ყ­ვე­ბი­ან მექ­სი­კა, ჩი­ნე­თი, ბრა­ზი­ლი­ა, იტა­ლი­ა), რომ­ლი­და­ნაც მხო­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი ლიტ­რია გა­ზი­რე­ბუ­ლი წყა­ლი. რუ­სე­თი არ შე­დის პირ­ვე­ლი ქვეყ­ნე­ბის ათე­ულ­ში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბის 3/4-ს მო­იხ­მარს. მსოფ­ლი­ოს მოხ­მა­რე­ბა კი და­ახ­ლო­ე­ბით 200 მი­ლი­არ­დი ლიტ­რი­ა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­შუ­ა­ლო ამე­რი­კე­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 100 ლიტრ ბოთ­ლის წყალს მო­იხ­მარს წე­ლი­წად­ში, რი­თიც ის მსოფ­ლი­ო­ში მხო­ლოდ მე-10 ად­გილს იკა­ვებს. პირ­ვე­ლია მექ­სი­კა – და­ახ­ლო­ე­ბით 235 ლიტ­რი, შემ­დეგ იტა­ლია – 190 ლიტ­რი და სა­ე­მი­რო­ე­ბი – 155 ლიტ­რი (პირადად ვიც­ნობ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ბიზ­ნეს­მენს, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში ყი­დის ქარ­თულ წყალს).

ამის სა­პირ­წო­ნედ, კვლე­ვა, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რა Intesco Research Group-მა, აღ­ნიშ­ნავს რუ­სეთ­ში მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის მოხ­მა­რე­ბის შემ­დეგ მო­ნა­ცე­მებს (2010 წელს):

– მთლი­ა­ნი მოხ­მა­რე­ბა 4.36 მი­ლი­არ­დი ლიტ­რი (ყველა ტი­პის წყა­ლი) იყო. (აქედან უნ­და ვი­გუ­ლის­ხ­მოთ, რომ რუ­სეთ­ში მი­ნე­რა­ლუ­რი და სას­მე­ლი ბოთ­ლის წყლის მოხ­მა­რე­ბა ერთ მო­ქა­ლა­ქე­ზე გა­დათ­ვ­ლით არ აღე­მა­ტე­ბა 35 ლიტრს წე­ლი­წად­ში – შე­ა­და­რეთ ზე­მო­ჩა­მოთ­ვ­ლილს)

– იმ­პორ­ტის წი­ლი 0.2%, აქე­დან 33 მი­ლი­ო­ნი ლიტ­რი (40%) საფ­რან­გეთ­ზე მო­დი­ო­და;

– წარ­მო­ე­ბა, ბო­ლო წლებ­ში, სწრა­ფად იზ­რ­დე­ბო­და – და­ახ­ლო­ე­ბით 15% წე­ლი­წად­ში (2009 წლის ჩა­ვარ­დ­ნის გარ­და);

– 5 მთა­ვარ მწარ­მო­ე­ბელს მთე­ლი ბაზ­რის 35% უჭი­რავს;

– სა­შუ­ა­ლო სა­ბი­თუ­მო ფა­სი 1000 0.5-ლიტრიანი ბოთ­ლის­თ­ვის აღ­წევ­და 3,800 რუ­სულ რუბლს, ანუ 190 ლარს (ერთ ბოთ­ლი 19 თეთ­რი);

– ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სა­ბი­თუ­მო ფა­სი (ჩრდილოეთ კავ­კა­სი­ის წყლებ­ზე) ერთ 0.5-ლიტრიან ბოთ­ლ­ზე იყო 29 თეთ­რი;

– სა­შუ­ა­ლო სა­ცა­ლო ფა­სი იყო 23 რუბ­ლი (დაახლოებით 1 ლა­რი), თუმ­ცა ისეთ ად­გი­ლებ­ში, რო­გორც ჩუ­კოტ­კა, მურ­მან­ს­კი და მოს­კო­ვი­ა, იგი 3 ლარ­საც უდ­რი­და;

– ასე­ვე სა­გუ­ლის­ხ­მო­ა, რომ უცხო­უ­რი წამ­ყ­ვა­ნი ბრენ­დე­ბის (ევიანი, პე­რიე და სხვა) სა­ბი­თუ­მო ფა­სე­ბი აღ­წევ­და 100 რუბლს, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 5 ლარს; საზღ­ვარ­ზე 27 რუბლს, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1.3 ლარს.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, (ბოთლის) წყლის მოხ­მა­რე­ბით რუ­სე­თი არ წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლიო ლი­დერს. რუ­სე­თი არც ყვე­ლა­ზე მა­ღალ­მ­ს­ყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნი ქვე­ყა­ნა­ა, ნო­მი­ნა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი ხელ­ფა­სი 810 აშშ დო­ლა­რი გახ­ლავთ (ვიკიპედია, 2011), ხო­ლო აშ­შ­-­ში (რომელიც ყვე­ლა­ზე დი­დი მომ­ხ­მა­რებ­ელი­ა) – 3,500 დო­ლა­რი, ანუ 4-ჯერ მა­ღა­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბა აშ­შ­-­ში 2 ჯერ მე­ტი­ა, ვიდ­რე რუ­სეთ­ში და, რო­გორც ზე­მოთ ტექ­ს­ტ­ში უკ­ვე გა­მოჩ­ნ­და, მთლი­ა­ნი გა­ყიდ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 7-8-ჯერ უფ­რო მე­ტი­ა.

* * *

ახ­ლა სა­ერ­თო კითხ­ვა დავ­ს­ვათ – რას უნ­და ვე­ლო­დოთ რუ­სე­თის ბაზ­რის­გან? რო­გორც ვნა­ხეთ, ამ ბაზ­რის ის სეგ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რად ით­ვ­ლე­ბა, ძა­ლი­ან დიდ პერ­ს­პექ­ტი­ვებს არ აჩენს. ეს სეგ­მენ­ტე­ბი გა­და­ჯე­რე­ბუ­ლი და კონ­კუ­რენ­ტუ­ლი­ა. ამას გარ­და, ბო­ლო 10 წლის ექ­ს­პორ­ტის სტა­ტის­ტი­კას რომ გა­დავ­ხე­დოთ და ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი წლე­ბი ამო­ვირ­ჩი­ოთ თი­თე­უ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ხედ­ვით, ის მხო­ლოდ 160 მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს, ანუ მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის მხო­ლოდ 1%-ს. ამის კი­დევ 1 პრო­ცენ­ტით გაზ­რ­და ალ­ბათ შე­ღა­ვათს მის­ცემს ქვე­ყა­ნას, თუმ­ცა პა­ნა­ცე­ის დარ­ქ­მე­ვა რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რა და­უჯ­დე­ბა ქვე­ყა­ნას და მის მო­სახ­ლე­ო­ბას რუ­სეთ­ში ექ­ს­პორ­ტის ასე­თი ზრდის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ფაქ­ტია ისიც, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ექ­ს­პორ­ტი ბო­ლო 10 წე­ლი­წად­ში 5-ჯერ გა­ი­ზარ­და იმ დროს, რო­დე­საც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტე­ბის ექ­ს­პორ­ტ­ში ზრდა სა­ერ­თოდ არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა (წყლის გარ­და), რაც ამ სფე­რო­ებ­ში და­ბალ­პ­რო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის და არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სა­ქონ­ლის არ­სე­ბო­ბის უტყუ­ა­რი ნი­შა­ნი­ა. იხი­ლეთ ცხრი­ლი:

ამ მსჯე­ლო­ბით აუცი­ლებ­ლად მი­ვალთ ორ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხამ­დე: პირ­ვე­ლი, არის თუ არა რუ­სე­თის ბა­ზა­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მე­ო­რე, არის თუ არა აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის (ერთ-ერთი) ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გი­ უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა.

რუ­სე­თის ბა­ზა­რი სა­ინ­ტე­რე­სო­ა, თუმ­ცა არ არის ერ­თა­დერ­თი, მით უმე­ტეს სა­უ­კე­თე­სო. ეს დას­ტურ­დე­ბა ბაზ­რის ყვე­ლა იმ სეგ­მენ­ტ­ში, რომ­ლის იმე­დებს პრო­პა­გან­დით გაბ­რუ­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ კარ­გა­ვენ. რუ­სე­თი არ არის ლი­დე­რი მსოფ­ლი­ო­ში აგ­რა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მოხ­მა­რე­ბით არც მთლი­ან მო­ცუ­ლო­ბებ­ში და არც ერთ მო­სახ­ლე­ზე გა­დათ­ვ­ლით. არ­სე­ბო­ბენ სხვა მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა 5 ქვეყ­ნის იმ­პორ­ტი და წი­ლი მსოფ­ლიო ვაჭ­რო­ბა­ში: 

რო­გორც ჩანს, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც რუ­სუ­ლი ბაზ­რის პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან, ან ვერ ერ­კ­ვე­ვი­ან მსოფ­ლი­ოს სა­ვაჭ­რო ტენ­დენ­ცი­ებ­ში, ან ფიქ­რო­ბენ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­სი მომ­ხ­მა­რებ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რად მოს­ყიდ­ვა, რომ მან მა­ინ­ც­და­მა­ინც ქარ­თუ­ლი იყი­დოს. ცხა­დი­ა, ეს არ არის ორი­გი­ნა­ლუ­რი მე­თო­დი, ქარ­თ­ვე­ლებ­საც ბევ­რ­ჯერ უც­დი­ათ წა­რუ­მა­ტებ­ლად და სხვებ­საც. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს ქარ­თუ­ლი და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი და ძვი­რი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა რომც და­ა­ვა­ლოს, ისევ იმ მა­ხე­ში გაგ­ვა­ბამს, რა­შიც 200 წე­ლი ვი­ყა­ვით – რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მა­ხე­ში.

მაგ­რამ, თუ ჩვე­ნი პრო­დუქ­ცია მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა­ა, მა­შინ გა­უ­გე­ბა­რი­ა, რა­ტომ უნ­და გვინ­დო­დეს მა­ინ­ც­და­მა­ინც რუ­სეთ­ში გავ­ყი­დოთ. ხომ არ­სე­ბობს ამე­რი­კის, ევ­რო­კავ­ში­რის, იაპო­ნი­ის, ავ­ს­ტ­რა­ლი­ის, კა­ნა­დის, არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის, კო­რე­ის და სხვა, რუ­სებ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მდი­და­რი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მელ­თა სა­ერ­თო რიცხ­ვი მი­ლი­არდს აღე­მა­ტე­ბა. არ­სე­ბობს ჩი­ნე­თიც, რომ­ლის ეკო­ნო­მი­კა ზო­მით უკ­ვე მე­ო­რეა მსოფ­ლი­ო­ში.

არ მინ­და გვერ­დი ავუ­ა­რო ზო­გა­დად აგ­რა­რუ­ლი სექ­ტო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ძა­ლის­ხ­მე­ვას. ეს არის მცდა­რი პო­ზი­ცი­ა. ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ და­ი­წე­რა და აქ ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტის მოყ­ვა­ნას არ ვა­პი­რებ. თუმ­ცა არის ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი. აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში რე­სურ­სე­ბის გა­დას­რო­ლა:

1. ამ რე­სურ­სის შემ­ცი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს სხვა სექ­ტო­რებ­ში, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ჩვე­ნი­ვე სა­ექ­ს­პორ­ტო სტა­ტის­ტი­კა ადას­ტუ­რებს, უფ­რო წარ­მა­ტე­ბულ­ნი არი­ან.

2. ეს ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სექ­ტო­რე­ბი ვე­ღარ გან­ვი­თარ­დე­ბი­ან სა­ჭი­რო სიმ­ძ­ლავ­რით და, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ღარ და­ა­საქ­

მე­ბენ მეტ ადა­მი­ანს.

3. ეს გა­ა­უქ­მებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ანუ სოფ­ლად შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ზედ­მე­ტი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ფლობს მი­წას და მი­სი ზო­მე­ბის სიმ­ცი­რის გა­მო ვერ იყე­ნებს.

 

მი­წის და­ნა­წევ­რე­ბა თვი­თონ ქმნის და­ბა­ლი პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბი­სა და მა­ღა­ლი ფა­სე­ბის პრობ­ლე­მას, შე­დე­გად კი ამ მი­წის გა­მო­ყე­ნე­ბის არა­სა­სურ­ვე­ლო­ბას – 1 ჰექ­ტა­რი­ან მი­წის ნაკ­ვეთ­ზე ძნე­ლია იმ­დე­ნი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა, რომ მან ოჯა­ხი არ­ჩი­ნოს ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მი­წე­ბის დღე­ვან­დე­ლი და­ნა­წევ­რე­ბის დო­ნით, აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში რე­სურ­სე­ბის და­ბან­დე­ბის შე­დე­გი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ა, რო­მელ­საც დას­ჭირ­დე­ბა კი­დევ უფ­რო მე­ტი ფუ­ლის – სუბ­სი­დი­ის გა­დახ­და (ჩვენივე ჯი­ბი­დან), რა­თა იგი მომ­ხ­მა­რე­ბელ­მა მა­ინც მი­ი­ღოს. ხო­ლო თუ ვინ­მეს მარ­თ­ლა აწუ­ხებს ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და და­საქ­მე­ბა, გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო ხარ­ჯე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი შემ­ცი­რე­ბის­კენ უნ­და წა­ვი­დეს, რა­თა კერ­ძო სექ­ტორს მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­უჩ­ნ­დეს და თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტოს, თუ რო­მე­ლი სექ­ტო­რია უკე­თე­სი, გა­მო­უშ­ვას ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია და შე­ე­ჯიბ­როს კონ­კუ­რენ­ტებს მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე.

რუ­სეთ­თან ვაჭ­რო­ბის კი­დევ ერ­თი სირ­თუ­ლე არის და იქ­ნე­ბა სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კა, რომ­ლის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბით რუ­სე­თი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი­ა. ცხა­დი­ა, არ უნ­და ვე­ლო­დოთ, რომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მიმ­წო­დებ­ლებს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის იმა­ვე პრი­ვი­ლე­გი­ას მის­ცემს, რაც დსთ-ის ქვეყ­ნებს აქვთ. რას სწი­რა­ვენ ეს ქვეყ­ნე­ბი ამ პრი­ვი­ლე­გი­ას, ისიც ცნო­ბი­ლი­ა. ამი­ტომ ჩვენც უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, ღირს თუ არა რუ­სე­თის მთავ­რო­ბის­გან ამ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის მოთხოვ­ნა და რა დაგ­ვიჯ­დე­ბა ეს. ვფიქ­რობ, იმის გარ­და, რომ გაგ­ვიჩ­ნ­დე­ბა მა­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ეს ნა­ბი­ჯი ისევ გაგ­ვი­ჩენს ილუ­ზი­ებს მა­თი ბაზ­რის შე­უც­ვ­ლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, ისევ ავ­ც­დე­ბით მსოფ­ლიო ბა­ზარს, ისევ მოვ­ხ­ვ­დე­ბით იმა­ვე ხა­ფან­გ­ში, სა­ი­და­ნაც გა­მოს­ვ­ლა ისე­ვე მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც 1990 წელს. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რომ რუ­სეთ­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რამ­დე­ნად მორ­ჩილ პო­ზი­ცი­ებს აჩ­ვე­ნე­ბენ. მას­თან რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ებ­ში ჩას­მის მცდე­ლო­ბაა რუ­სე­თის ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რაც, გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, საკ­მა­ოდ ილუ­ზო­რუ­ლი მცდე­ლო­ბაა – ცხა­დი­ა, რუ­სე­თი ამის გა­მო­ყე­ნე­ბას თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ აპი­რებს.

რუ­სე­თის მთავ­რო­ბას გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­მელ­საც მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კავ­კა­სია არ ერ­გე­ბა. ეს მი­სი შეც­დო­მა­ა, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბას ისევ ძა­ლა­დო­ბით ცდი­ლობს და არა მე­გობ­რო­ბით, მას უნ­და მორ­ჩი­ლე­ბა და არა თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რაც დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ ვე­ლუ­რად მო­ჩანს.

ამ ყვე­ლა­ფერს თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­დე­ბა რუ­სეთ­ზე, მი­სი მთავ­რო­ბის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ზე. გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა სა­კუ­თა­რი მყა­რი – მის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი – პო­ზი­ცი­ე­ბი და არა კრემ­ლის კო­რი­დო­რებ­ში პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის მო­პო­ვე­ბის­თ­ვის თა­ვის დამ­ცი­რე­ბა. სა­კუ­თა­რი მყა­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ზი­ცია კი არის მე­ტი შრო­მა მსოფ­ლიო ბაზ­რის შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხი­სა და ფა­სის და ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ის მი­საღ­წე­ვად.

კომენტარები