ევროპის სახალხო პარტია

ფანჯიკიძე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძემ საქართველიოში ვიზიტით მყოფ ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა - პარტიის საგარეო საქმეთა ჯგუფის თანათავმჯდომარე ფრანკო ფრატინის, პარტიის ვიცე-პრეზიდენტ იაცეკ სარიუს ვოლსკისა და საგარეო ურთიერთობათა მდივანს ნიკოლას ბრუეკს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შეხვედრა „საინტერესოდ და სასიამოვნოდ“ წარიმართა. მინისტრის განცხადებით, „ევროპელი პოლიტიკოსები საკმაოდ კარგად იყვნენ გაცნობიერებული საქართველოს შიდა და საგარეო საკითხებში“. თუმცა, მინისტრმა მათ „დამატებით დეტალური ინფორმაცია“ მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მისივე თქმით, საუბარი კოაბიტაციის პროცესის მიმდინარეობასაც შეეხო.

 

 

 

კომენტარები