ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის შესახებ. მოტივად დასახელდა ის, რომ დაცვის მხარეს არ ჰქონდა არსებითი არგუმენტი.

მოსამართლემ განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას მხარეს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა საქმის არსებითი განხილვის დროსაც ექნება.

გადაწყვეტილებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა. დამსწრეების დიდმა ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა. დარბაზიდან გასვლა მოითხოვა ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამაც. პროცესი მის გარეშე გრძელდება.

ბაჩო ახალაიას პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ძალადობა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ასევე, წამების ორგანიზატორობა და თანამონაწილეობა.

 

კომენტარები