რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, რომ ''რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო''.

აბაშიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ''დაახლოებით ზაფხულისთვის შედეგი უკვე იქნება''. 

"საუბარი იქნება სხვადასხვა კატეგორიებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებასა და საერთოდ, კატეგორიების გაფართოებაზე. შეიძლება, მარტის თვეშიც გარკვეულად წინ წავიწიოთ ამ მიმართულებით, მხედველობაში მაქვს ყაზბეგი-ზემო ლარსის მარშრუტი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, გრიგორი კარასინს, რამდენიმე დღის წინ პრაღაში შეხვდა. 

კომენტარები