პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი საბერძნეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი, ევროპის სახალხო პარტიის მმართველი ჯგუფისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრას დაესწრება. შეხვედრაზე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც.

გარდა ამისა, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში, AEI მსოფლიო ფორუმზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კომენტარები