პატრული

სამეგრელოს რეგიონში საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა გაიზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამეგრელოს რეგიონში საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა იზრდება.

აღნიშნულ რეგიონში პატრულირება საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ 14 საპატრულო ეკიპაჟის ნაცვლად რეგიონს 20 ეკიპაჟი მოემსახურება.

საპატრულო პოლიციის ზუგდიდის სამმართველოს 3 საპატრულო ეკიპაჟი დაემატება და  ქალაქს 8 ეკიპაჟი მოემსახურება, სამეგრელოს მაგისტრალის სახაზო განყოფილების 5 ეკიპაჟს კი 2 დაემატება, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვას გააუმჯობესებს. ზუგდიდიდან ანაკლიის მიმართულებით პატრულირებას რეგულარულად განახორციელებს ერთი ეკიპაჟი, რაც აქამდე მხოლოდ საკურორტო სეზონის დროს ხდებოდა. 

სამინისტროს განცხადებით, ცვლილებები სამეგრელოს რეგიონის საპატრულო პოლიციაში სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. 

კომენტარები