პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს ხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრებს ხვდება. შეხვედრაში დამოუკიდებელი ექსპერტების გარდა, მოწვეული ექსპერტებიც მონაწილეობენ.  

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას გულისხმობს.

პრემიერმინისტრს შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები