ინვესტიციები

ხადური: 2013 წელს ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლაა მოსალოდნელი.

"ეკონომიკის სამინისტროს აქვს პროგნოზი და ჩვენც ვეთანხმებით, რომ 2013 წელს ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2013 წელს 6 პროცენტი იქნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნებიდან და რა მოცულობის ინვესტიცია შეიძლება შემოვიდეს 2013 წელს ქვეყანაში.

ფინანსთა მინისტრი, სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს ინფორმაციას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ საქართველოში ინვესტიციები შემცირდა.

''საქმე ეხება 2012 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში ორი პროცენტია დასახელებული: 47 პროცენტი და 3 პროცენტი. იქ ნათქვამია, რომ ინვესტიციები შემცირებულია 2012 წელს 2011 წლის წინასწარ მაჩვენებლებთან შედარებით. 2011 წლის მონაცემები დაზუსტდა 2012 წლის ზაფხულში. ასე რომ, დაზუსტების პერიოდში შეიძლება ეს მაჩვენებლები შეიცვალოს'', - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, უცხოური ინვესტიციების შემოდინების შემცირება საქართველოში 2012 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო .

"ეს არ მომხდარა მხოლოდ მეოთხე კვარტალში. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი და ის პოლიტიკური წნეხი, რომელსაც ბიზნესი განიცდიდა წინა ხელისუფლების მხრიდან. სწორედ ეს იყო ინვესტიციის კლების ტენდენციის განმსაზღვრელი'', - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს (საქ­სტა­ტი) მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინფორმაციით, 2012 წელს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით 23%-ით შემ­ცირ­და.

სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2012 წელს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ლებ­და და მე­ოთ­ხე კვარ­ტალ­ში ყვე­ლა­ზე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა - 181 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი წი­ნა კვარ­ტალ­თან შე­და­რე­ბით 7.3%-ით, ხო­ლო წი­ნა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით - 47.2%-ით ნაკ­ლე­ბია.

 

კომენტარები