Tbilisi Open Air 2013

5 ივნისს, დინამო არენაზე, Tbilisi Open Air 2013 გაიმართება

ივნისს, დინამო არენაზე, ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - Tbilisi Open Air 2013 გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ლეგენდარული ჯგუფი Deep Purple ეწვევა.  

Tbilisi Open Air 2013-ზე, მსოფლიოში ცნობილი სხვა შემსრულებლებიც დაუკრავენ, მათ შორის: ჯგუფ Massive Attack-ის და მუსიკალური მიმდინარეობა თრიფ ჰოპის დამფუძნებელი Tricky, ელექტრონული ბენდი ისრაელიდან Infected Mushroom, ბრიტანული ბენდი The Subways, ასევე Black Strobe და თანამედროვე ელექტრონული ბენდი Modeselektor, რომელიც Radiohead-ის ვოკალისტ ტომ იორკთან თანამშრომლობს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ქართული ბენდი Kid Jesus.

ბილეთების გაყიდვა 19 მარტიდან დაიწყება. მათი შეძენა დინამო არენას სალაროებსა და biletebi.ge-ზე იქნება შესაძლებელი. ბილეთების ფასი 40-დან 200 ლარამდე მერყეობს, ხელმისაწვდომი იქნება VIP ბილეთებიც.

შეგახსენებთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს Tbilisi Open Air, Alter Vision Group-ი 2009 წლიდან ახორციელებს. ფესტივალის მხარდამჭერი, კვლავ თბილისის მერიის ადმინისტრაციაა.

 

 

კომენტარები