რუსეთი

ქართული კოკა-კოლა პუტინის რეზიდენციაში

0 კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენცია ნოვო-ოგარიოვოში, სადაც ვლადიმირ პუტინი პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს ხვდებოდა, პრესის წარმომადგენლებს ქართული წარმოების კოკა-კოლა შესთავაზეს.

ამი შესახებ რუსული სააგენტოები იუწყებიან. ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ Coca-Cola-ს ბოთლებზე ეტიკეტები ქართულ ენაზე იყო და მწარმოებელი ქვეყნის სახით მითითებული იყო საქართველო.

პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ამასთან დაკავშირებით პრესას განუცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციას მომწოდებელი კომპანია ამარაგებს და არ იცის, როგორ მოხვდა იქ ქართული პროდუქცია. მისი თქმით, მან ერთი ბოთლი რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს „ყოველი შემთხვევისთვის“ შესამოწმებლად გადაუგზავნა.

პესკოვის განმარტებით, არც პუტინისთვის და არც აბასისთვის შეხვედრისას კოკა-კოლა არ შეუთავაზებიათ და ის მხოლდ პრესისთვის იყო განკუთვნილი.

რუსული სააგენტოების ცნობით, კოკა-კოლას რუსეთის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ საქართველოდან იმპორტს არ აწარმოებენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები