ახალქალაქის საკრებულო

ახალქალაქის საკრებულო სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პარლამენტს რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირებისა და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა. საკრებულოს წევრებმა 14 მარტის სხდომას ისტორიული უწოდეს. საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანმა განაცხადა, რომ „14 მარტი ჯავახეთის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა“.

ამ საკითხის განხილვა და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების ინიციატივა ფრაქცია ქართული ოცნება-რესპუბლიკელებს ეკუთვნის.

 

 

კომენტარები