სახალხო პარტიის დეკლარაცია

ალექსი პეტრიაშვილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ჩაშლის საფრთხეს ვერ ხედავს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ევროპის სახალხო პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ჩაშლის საფრთხეს ვერ ხედავს. პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ახალი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია მხოლოდ გამჭვირვალობის გაზრდისკენ და რეალური დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ. 

"ამ პროცესში ჩვენ მზად ვართ რეკომენდაციებისთვის, კრიტიკისა და შენიშვნებისთვის, ოღონდ ეს უნდა იყოს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული. ჩვენთვის არავითარი სტანდარტების დაყენების პრობლემა არ არსებობს. პირიქით, მოვითხოვთ, რომ უმაღლესი სტანდარტებით მოხდეს საქართველოს შეფასება ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვაქვს ამ სტანდარტების დაკმაყოფილების ამბიცია და დარწუნებული ვართ, რომ მიზანს მივაღწევთ. რაც შეეხება გასული 9 წლის მანძილზე დაშვებულ შეცდომებს, უმჯობესია, თუ ევროპაში ღიად და გულწრფელად იმსჯელებენ ამ თემებზე", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 

მისივე განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ჩაშლის საფრთხეს ვერ ხედავს, რადგან საქართველოს მთავრობა ყველა ნაბიჯს დგამს ამ მიმართულებით. 
"ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. მოლაპარაკებები ძალიან ახლოს არის წარმატების დასრულებასთან. ვფიქრობ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოების თვალსაზრისით", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ დეკ­ლა­რა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბის­თვის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა შეს­თა­ვა­ზა.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტია მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს და ხაზს უს­ვამს პროგ­რესს, რო­მე­ლიც ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ტარ­და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სფე­რო­ში. პარ­ტია ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, დარ­ჩე­ნი­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტი ვილფრედ მარტენსი კი, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ მთავ­რო­ბას წე­რი­ლებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის, სურ­ვი­ლე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის საქ­მი­თა და ფაქ­ტე­ბით და­დას­ტუ­რე­ბას სთხოვს. მისი თქმით, თუ საქართველოს მთავრობა სახალხო პარტიის დეკლარაციას არ გაითვალისწინებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ვერ დასრულდება. 

 

 

კომენტარები