ვაკის რაიონი

ვაკის რაიონის გამგებლად ბაჩო დოლიძე დაინიშნა

ვაკის რაიონის გამგებლად ბაჩო დოლიძე დაინიშნა. ახალი გამგებელი თბილისის მერმა გიგი უგულავამ, დღეს წარადგინა.

დღესვე, დედაქალაქის მერი და ახალი გამგებელი სანდრო ეულის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერეს.

''ახალი ენერგია სულ სხვა არის. გამგებლები უნდა ჩამოყალიბდნენ, როგორც ადგილობრივი ლიდერები, ადგილობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანები, ანუ ის თემა, რომ, ვთქვათ, გამგეობის კომპეტენციაში არ შედის რაღაც კონკრეტული პრობლემა, არ ნიშნავს, რომ გამგებელი და გამგეობა არ დაინტერესდეს ამ პრობლემის მოგვარებით. ჩვენ უნდა მივეხმაროთ მოსახლეობას, რომ აღდგეს სამართლიანობა და ხალხმა მიიღოს ყველა ის დახმარება, რაც მათ კანონით ეკუთვნით და არ უნდა შემოვიფარგლოთ მარტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება რაიონის მასშტაბით, ვნახოთ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებული პირები, დაველაპარაკოთ, შევამოწმოთ, სოცაგენტებს ვთხოვოთ, დამატებით მოვიდნენ, რომ არცერთი ადამიანი არ დაიჩაგროს. ეს  სახელმწიფოს ღირსების საკითხია, ყოველგვარი პარტიული მიკუთვნების გარეშე'', - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ვაკის რაიონის ახალმა გამგებელმა მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები