აგრარული უნივერსიტეტი

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი: აგრარულ უნივერსიტეტში ხარვეზი გამოსწორებულია

0 კომენტარი

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე ჯიბლაძემ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა:

"მინდა გაცნობთ, რომ ცენტრში 15 მარტს შემოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კორესპონდენცია, საიდანაც ჩანს, რომ ხარვეზი გამოსწორებულია. ახლა კი წინ გვაქვს ავტორიზაციის პროცედურები. ცენტრი ორშაბათიდან მზადაა, რომ მუშაობა დაიწყოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სწორედ ამ პროცედურებზე, რომ შეუფერხებლად და ეფექტურად წარიმართოს პროცესი".– განაცხადა მან.

კითხვაზე, კონკრეტულად რა პროცედურებს ითვალისწინებს ავტორიზაცია, ელენე ჯიბლაძემ ჟურნალისტებს არ უპასუხა და ბრიფინგის ოთახი, სადაც საგანგებო განცხადება უნდა გაკეთებულიყო, მალევე დატოვა.

გუშინ საგანგებო ბრიფინგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გამართა. "მინდა მივულოცო ქართველ სტუდენტობას, განსაკუთრებით კი იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტობას, რომლის უფლებებიც აქამდე დარღვეული იყო. ის საბუთები, რომლებიც ახლა შემოვიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ადასტურებს იმას, რომ წესდება გასწორებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ სტუდენტების უფლებებს, ახლა უკვე კანონის მიხედვით ამ უნივერსიტეტშიც დაიცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს მთავრობა. მე გილოცავთ ყველას. პროცესი განახლდება ორშაბათიდან და წარიმართება ისე, როგორც ითვალისწინებს ქართული კანონმდებლობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

აგრარული უნივერსიტეტს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ავტორიზაცია 12 მარტს გაუუქმა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები