აგრარული უნივერსიტეტი

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით აქცია გაიმართა

დღეს, 18 მარტს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, აგრარული უნივერსიტეტისთვის გა­უქ­მე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აღ­დგე­ნის მოთ­ხოვ­ნით, სტუდენტების აქცია გაიმართა.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქციას, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა განაცხადა, რომ აგრარულ უნივერსიტეტში ხარვეზი გამოსწორებულია და ორშაბათიდან ავტორიზაციის პროცესებზე მუშაობა დაიწყებოდა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცედურები ვადებშია გაწელილი და ითხოვენ და­ი­ნიშ­ნოს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს ახა­ლი სხდო­მა, რო­მე­ლიც 12 მარ­ტის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას ბა­თი­ლად ცნობს.

კომენტარები