შს მინისტრი

ღარიბაშვილი: 112-ის სერვისი არის ძალიან ეფექტური, ხოლო მისი დაფინასების ფორმა - სწორი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 112-ის სერვისი არის ძალიან ეფექტური, ხოლო მისი დაფინასების ფორმა - სწორი. ეს განცხადება ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 
"ის, რომ 112-ის მომსახურება არის ფასიანი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, ეს არის მიღებული პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ აშშ. დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არის 112-ის მომსახურების საფასური. ეს პრინციპი განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით. მე მინდა ისიც გითხრათ, რომ ზოგადად 112-ის სერვისი, ვფიქრობ, რომ არის ძალიან ეფექტური და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სწორი ფორმა", - აღნიშნა მინისტრმა. 

კომენტარები