შს მინისტრი

ღარიბაშვილი: ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს კრიმინოგენური სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია

ტელეკომპანია რუსთვის 2-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, ამნისტიის შემდეგ გაიზარდა თუ არა კრიმინალი ქვეყანაში, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: 
"მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო თქვენთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანთა ნაწილი ცდილობს მიზანმიმართულად წარმოაჩინოს ქვეყანაში ისეთი ვითარება, რომ თითქოს კრიმინოგენული სიტუაცია არის უკიდურესად დაძაბული, რომ ქვეყანაში არის გაუსაძლისი ვითარება. გუშინ მე მოვისმინე - აი, მაგალითად, გია ბარამიძე ამბობდა, რომ მშობლები მოუწოდებენ შვილებს არ გავიდნენ სახლიდან და მსგავსი, რაღაც ძალიან მუქი ფერებით დახატული "რეალობა". 
მოხდა ის რაც მოხდა. დაახლოებით 4-5 ადამიანის მიმართ ჩვენც გვქონდა შეკითხვები, მაგრამ ის ადამიანებიც აღმოჩნდნენ სამწუხაროდ სიაში.  მაგრამ პარლამენტს სამწუხაროდ ჰქონდა ძალიან შეზღუდული ვადა და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აი, ეს არის ძირითადად", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები