შს მინისტრი

ღარიბაშვილი: მერაბიშვილი საერთოდ არაადეკვატური გახდა

საქართველოს შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შსს-ს თანამშრომლებში დაბნეულობაა. მისი თქმით, მერაბიშვილი ''საერთოდ არაადეკვატური გახდა''.

"ის ნერვიული სტრესი, როდესაც მან მიიღო, როდესაც არჩევნები წააგეს, როცა დაკითხვაზე იყო სამინისტროში დაბარებული. ძალიან შეშინებული იყო სხვათა შორის - მითხრეს. მე ის გულწრფელად მეცოდება. არავითარი დაბნეულობა პოლიციაში არ არის. ძალიან მკაფიო პოლიტიკას ვაწარმოებთ პოლიციაში. დაბნეული თვითონ არის, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ''ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების კეთების პროცესი დაიწყო არა ორი კვირის, არამედ ერთი წლის წინ''.

"ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი ატეხეს. თქვეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს მალავს. მინდა მათ შევახსენო, რომ პროცესი ერთი წლის წინ დაიწყო და ის ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ დაწყებულა. ეყოთ ვაჟკაცობა, გნებავთ გამბედაობა და თქვან სიმართლე. ჩვენ ცხრა წლის განმავლობაში ვისმენდით მხოლოდ ტყუილს. ტყუილია, რომ თითქოს ჩვენ ამას ვმალავთ. პირიქით, ვმუშაობთ. პირადად შევხვდი ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეებს. უშუალოდ ჩავაყენე საქმის კურსში. ბუნებრივია, მათ ეს იცოდნენ, რადგან პროცესი დაწყებულია ერთი წლის წინ და არა ორი კვირის წინ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები