დანაშაულის სტატისტიკა

შსს-ს მონაცემების მიხედვით, დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილი სტატისტიკა გამოაქვეყნა. ნეტგაზეთის დათვლით, საერთო დანაშაულის რაოდენობა (4 598) 2012 წლის ნოემბერის თვეში, 59.7%-ით ( (1 719 შემთხვევა) აღემატება 2011 წლის მონაცემებს. 2012 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის 4 815 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 40.7%-ით მეტია (1423 შემთხვევით).  2013 წლის იანვრიდან დანაშაულმა წინა თვეებთან შედარებით დაიკლო (3906), თუმცა 2012 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით დანაშაულის საერთოდ რაოდენობამ ამ თვეში 19.6%-იანი მატება განიცადა (3266). ხოლო, თებერვლის მონაცემები (3 819) 15.7%-ით აღემატება წინა წლის თებერვლის სტატისტიკას. 

მონაცემების მიხედვით, საქართველოში უკანასკნელი თვეების მანძილზე მკვეთრად იმატა ბინის გაქურდვის შემთხვევებმა, იანვრის თვეში მან 142 შემთხვევა შეადგინა, რაც 140%-ით აღემატება წინა წლის იანვრის მონაცემებს. თებერვალში 87 ბინა გაქურდეს, რაც 2012 წლის მონაცემებს 142.62%-ით აჭარბებს. 

გაიზარდა ასევე ქურდობის  ფაქტები, 2012 წლის იანვარში დაფიქსირდა 1434 შემთხვევა (55.9%-იანი ზრდა 2011 წელთან შედარებით). დეკემბერში  ქურდობის შემთხვევებმა 25.6%-ით იმატა (1423).    

იანვრის და თებერვლის მონაცემების მიხედვით, შეინიშნება ასევე ნარკოდანაშაულის მატება.  იანვარში ნარკოდანაშაული 56.3%-ით გაიზარდა (201 შემთხვევა). თებერვლის მონაცემების მიხედვით, იგივე მაჩვენებელი 489-ია და 33.61%-ით აღემატება წინა წლის  მონაცემებს (366). 

დღევანდელ კონფერენციაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2012-2013 წლის სტატისტიკა 2007-2008-2009 წლების სტატისტიკას შეადარა. ხოლო 2010-11 წლებზე საუბრისას, მისი თქმით, ამ პერიოდში სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა. 

"მე მინ­და კი­დევ ერ­თხელ გან­ვმარ­ტო თქვენ­თვის და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც ადა­მი­ან­თა ნა­წი­ლი ცდი­ლობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რომ თით­ქოს კრი­მი­ნო­გე­ნური სი­ტუ­ა­ცია არის უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი, რომ ქვე­ყა­ნა­ში არის გა­უ­საძ­ლი­სი ვი­თა­რე­ბა. გუ­შინ მე მო­ვის­მი­ნე - აი, მა­გა­ლი­თად, გია ბა­რა­მი­ძე ამ­ბობ­და, რომ მშობ­ლე­ბი მო­უ­წო­დე­ბენ შვი­ლებს არ გა­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან და მსგავ­სი, რა­ღაც ძა­ლი­ან მუ­ქი ფე­რე­ბით და­ხა­ტუ­ლი რე­ა­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. 

კომენტარები