წყალმომარაგება

თბილისის ცენტრალურ უბნებს წყალმომარაგება ღამის 12 საათზე აღუდგებათ

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით,  თბილისის ცენტრალურ უბნებში წყალმომარაგების აღდგენა ღამის 12 საათისთვის დასრულდება.  წყლის მიწოდების აღდგენა 9 საათიდან დაიწყება და ოთხ საათს გასტანს.  ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს”   "Georgian Water and Power"-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განუცხადა. 
წყალმომარაგების შეწყვეტმა ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რომელმაც  სამსახურის ცნობით ჰიდრავლიკური რეჟიმების რღვევა გამოიწვია, რასაც წყალსადენი სისტემის დაზიანება მოჰყვა.

კომენტარები