ფეხბურთი

ოუენმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა

კარიერა, რომელიც 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების კარში შესანიშნავი გოლით დაიწყო, დასასრულს უახლოვდება. 15 წლის შემდეგ, მაიკლ ოუენი სეზონის ბოლოს ბუცებს კედელზე დაკიდებს.

ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რომელსაც ლივერპულის შემადგენლობაში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა, ასევე უთამაშია მადრიდის რეალის, ნიუკასლ იუნაიტედის, მანჩესტერ იუნაიტედის და უკანასკნელ პერიოდში სტოკ სიტის შემადგენლობაში.

„მე ვგრძნობ, რომ ახლა სწორი დროა, რომ კარიერას ფარდა ჩამოვაფარო“, - 33 წლის ფეხბურთელმა საკუთარ ვებსაიტზე განაცხადა.

მადრიდის რეალში თამაშის შემდეგ, ოუენის უკანასკნელი წლები მუდმივად ტრავმებით იყო სავსე.

მოტეხილი ფეხის მოშუშებიდან მცირე ხანში, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოუენმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც დიდი დრო გაუცდა.

კომენტარები