პრეზიდენტის ინტერვიუ

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პრეზიდენტს მზად ჰქონდა იგივე ცვლილება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, იგი აპირებდა მცირე ნიუანსებით შეცვლილი იგივე პროექტის ინიცირებას. 

"თუ ეს საკითხი ჩავარდებოდა, მქონდა მომზადებული ზუსტად იგივე ცვლილება, ოდნავი იურიდიული ნიუანსებით და შემქონდა იმავე საღამოს უკან და ვეუბნებოდი, რომ ახლა ჩააგდეთ იმიტომ, რომ გაჯიუტდით, მაგრამ ეს უფლება მე არაფერში მჭირდება და მართლა სულელი ხომ არ ვარ, რომ მთავრობის დათხოვნის ინიცირება მოვახდინო. ეს სცენარი გვქონდა ჩვენ გამზადებული იმ შემთხვევისთვის, თუ კანონპროექტი ჩავარდებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე სარეიტინგო კენჭისყრას დათანხმდა, ამით მან ცხადყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არათუ არ დაშინებულა, არამედ ქვეყანას ჯანსაღო ოპოზიცია ჰყავს.

პრეზიდენტის თქმით, უმცირესობის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობდა, ერთ-ერთი დეპუტატის მშობლებს კი უმრავლესობის წარმომადგენლებმა პირდაპირ უთხრეს, მხოლოდ მილიონ დოლარს კი არ ვაძლევთ, 109 ხმა გვაქვს და 110-ე გვჭირდებაო.

 

კომენტარები