საერთო სასამართლოები

პრეზიდენტი: საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი კონტრრეფორმაა

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია იმედთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ არსებულ კანონპროექტს, ამ ფორმით ის არათუ მხარს არ დაუჭერს, არამედ  მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ ის კანონად არ იქცეს. პრეზიდენტი საჭიროების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებასაც შესაძლებლად მიიჩნევს. 

"ახლა რასაც გვეუბნებიან, ეს კონტრრეფორმაა, უკან დაბრუნება იმ დროში, როცა სასამართლოზე ამა თუ იმ ფორმით კონტროლის მთელი ბერკეტები აღმასრულებელ ხელისუფლებას ჰქონდა. წინა წლებში სასამართლო რეფორმის საკვანძო სიტყვა სასამართლოს შემადგენლობის გამოცვლა იყო. ახლა არაა საჭირო შემადგენლობის გამოცვლა, მოსამართლეები დამოუკიდებლები არიან. ახლა მთავარი გაუმჯობესებაა, რაც გულისხმობს დამოუკიდებლობის, მაღალი ხელფასების გარანტიებს. ახლა აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოზე კონტროლის ბერკეტის წაღებას ცდილობს", - განაცხადა სააკაშვილმა. 

კომენტარები